კორონავირუსთან დაკავშირებით მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები ერთი ცნობის დამთავრებას ვერ ასწრებენ, რომ ახალი აქვთ დასაწერი და სათქმელი, ასე რომ ვრცელი წერილის გამოქვეყნებას აზრი ჩვენთვისაც არ აქვს. უბრალოდ ვიტყვით, რომ უეფაში უკვე განიხილება ევრო 2020-ის ერთი წლით გადადების საკითხი. ეს იდეა რამდენიმე გავლენიანი საფეხბურთო ქვეყნის ფედერაციამ წამოჭრა, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი უარზეა.
ინფორმაცია იტალიურმა „ტუტოსპორტმა” გაავრცელა და სავარაუდოდ, გავლენიანი ფედერაციებიედან ერთ-ერთი სწორედ COVID 19-ით ყველაზე დაზარალებული იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იქნება.
უეფას პრეს-მდივანმა განაცხადა, ჩვენთვის ჯერჯერობით ოფიციალური წერილით არავის მოუმართავსო, მაგრამ იდეის შეთავაზებასა და გავლენის მოხდენას, დასაწყისში მაინც, ოფიციალური წერილი ალბათ არც სჭირდება.
ევროპის ჩემპიონატი 12 ივნისიდან 12 ივლისამდეა დაგეგმილი. როგორც ევროპული გამოცემები წერენ, პირადად ჩეფერინზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მას კი ჯერჯერობით გადადების გაგონებაც არ უნდა, თუმცა სერიოზულ ზეწოლას განიცდის.
უეფაში უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი (ეგრეთწოდებული ტასკ ფორსი), რომელიც თამაშების სახიფათო ქალაქებიდან სხვაგან გადატანასა მსგავსი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე ფიქრობს.
მოგეხსენებათ, წლევანდელი შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატის 60 წლისთავს ემთხვევა და ის 12 ქვეყანაზეა გადანაწილებული. ხსენებული 12 ქვეყნიდან ერთ-ერთი იტალიაა. თამაშები რომშია დანიშნული. არადა, იტალია მთლიანად „წითელ ზონად” არის გამოცხადებული. სადღეისოდ, ყველა საჯარო ღრონისძიება ქორწილებისა და პანაშვიდების ჩათვლით შეზღუდულია.
უეფას გადაწყვეტილების მიღება წესით მალე მოუწევს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
