ოთხშაბათმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ კარგა ხნის განმავლობაში სპორტი ძველი სახით ვერ დაგვიბრუნდება. ქვემოთ გთავაზობთ ქრონოლოგიას შუაევროპული დროის მითითებით ზუსტად ისე, როგორი თანმიმდევრობითაც ავრცელებდნენ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოები…
11.19. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ახსენა 2020 წლის თამაშების ერთი ან თუნდაც ორი წლით გადატანის ვერსია.
11.22. „სიტი“-„არსენალი“ გადაიდო.
12.14. „ოლიმპიაკოსის“ მფლობელ ევანგელოს მარინაკისს ვირუსი დაუდგინდა. მთელმა კლუბმა გაიარა ტესტირება. საბედნიეროდ, ყველა სხვა ჯანმრთელია.

12.48. „არსენალის“ ფეხბურთელები და პერსონალი ბრიტანეთის მთავრობის რეკომენდაციით 14 დღით სახლში გაუშვეს – მათ კონტაქტი ჰქონდათ ოლიმპიაკოსის დავირუსებულ მფლობელთან. 13.23. ჰანოიში ვირუსის ერთი ფაქტი დადასტურდა. დიდი ალბათობით, ფორმულა 1-ის ვიეტნამის ეტაპი გადაიდება.
14.12. ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონის ალინა ზაგიტოვას შოუ შემოდგომამდე გადაიდო.
14.14. ყაზახეთში გაუქმდა ყველა სპორტული ღონისძიება. გამონაკლისია ჰოკეის კლუბი „ბარისი“.
14.33. ვლადიმირ კლიჩკომ კიევში გააუქმა ყველა ღონისძიება, რომელსაც 60 ადამიანზე მეტი უნდა დასწრებოდა.
14.36. რუსეთის და მოლდოვას საფეხბურთო მატჩი 31 მარტს უმაყურებლოდ ჩაივლის.
15.40. გერმანული „ჰანოვერის“ ფეხბურთელ ტიმო ჰუბერს ვირუსი დაუდასტურდა. ფეხბურთელს თანაგუნდელებთან კონტაქტი არ ჰქონია. ამჟამად კარანტინშია.

15.50. ევროპულმა ფედერაციამ 25 აპრილამდე აკრძალა ყველა ღონისძიება წყალბურთში.
15.53. ესპანეთის ხელისუფლებამ „რომას“ ევროპის ლიგის თასზე სათამაშოდ სევილიაში ჩაფრენა აუკრძალა. მატჩი არ შედგება.
15.58. საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი „პსჟ“-„ლიონი“ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
17.36. გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგაში მთელი ტური უმაყურებლოდ ჩაივლის.
20.15. ჩოგბურთის ფედერაციის თასის ფინალური ეტაპი ბუდაპეშტში გაურკვეველი ვადით გადაიდო.
00.21. იუვეს ფეხბურთელი დანიელე რუგანი დავირუსდა. მთელი კლუბი კარანტინშია. ჩემპიონთა ლიგის „იუვე“-„ლიონი“ არ შედგება. კრიშტიანუ რონალდუ ტურინში დაბრუნებაზე უარს ამბობს. ის ახლა მადეირაზეა ოჯახთან.
01.22. ინდიან უელსის კვალად გაუქმდა მაიამის საჩოგბურთო სუპერტურნირიც.
10.00. NBA-მ სეზონი შეაჩერა. მიზეზი „იუტას“ ცენტრის რუდი გობერის დაინფიცირება გახდა. გობერმა შაბათს ვირუსზე იშაყირა, ყველა მიკროფონს ხელს ჰკიდებდა და ამტჯიცებდა, კორონა ვერას დამაკლებსო…
10.38. „ინტერი“ „იუვეს“ ბოლო მეტოქე იყო. რუგანისთვის ვირუსის დადასტურების შემდეგ მილანური კლუბიც კარანტინზე გადავიდა.
… ჯერჯერობით ეს იყო, თუმცა ისეთი პირი უჩანს, კორონა უკან დახევას არ აპირებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
