ურუგვაის 100 უნდა

Home აქეთურ-იქითური ურუგვაის 100 უნდა
ურუგვაის 100 უნდა

Uruguay–Argentina–Chile–Paraguay 2030 FIFA World Cup bid - WikipediaSpain and Portugal bid to co-host 2030 World Cup tournament - Football  Españaმსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობას ექვსი ქვეყანა აპირებს. თუმცა, ეს ექვსეული ორ ჯგუფად არის გაყოფილი: ევროპიდან მონდიალის ერთობლივად ჩატარება ესპანეთსა და პორტუგალიას სურთ, სამხრეთ ამერიკიდან კი – ურუგვაის, არგენტინას, ჩილესა და პარაგვაის. ესპანეთს (1982 წელს) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება აქვს, პორტუგალიას კი, მსოფლიოს უდიდესი ფორუმისთვის არასდროს უმასპინძლია.

ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან ერთადერთი პარაგვაი იქნება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი არ ჩატარებულა, დანარჩენებს კი სტუმრები სხვადასხვა დროს მიუღიათ: ურუგვაის (1930), ჩილეს (1962) და არგენტინას (1978).

მსოფლიო პირველი ჩემპიონატი, მოგეხსენებათ, 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა და თუ 2030 წლის მონდიალის გამართვა სამხრეთ ამერიკაში გადაწყდა, ურუგვაი ზუსტად 100 წლის იუბილეზე მასპინძელი მეორედ გახდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.