დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დამთავრდება და მერვედფინალებიც საბოლოო სახეს მიიღებს. სხვისა არ იყოს, არც G და H ჯგუფებშია გამსვლელთა ვინაობა ბოლომდე გარკვეული – ორი მერვედფინალისტი გუნდი ცნობილია, ორიც დღეს გაიხარებს…
G ჯგუფი
სერბეთი – შვეიცარია (23:00)
კამერუნი – ბრაზილია (23:00)
– ბრაზილია გასულია მერვედფინალში. თუ სამხრეთამერიკელები თავიანთ შეხვედრას არ წააგებენ ან შვეიცარია ვერ მოიგებს, მაშინ ბრაზილია ჯგუფში პირველი ადგილზე დარჩება.
– შვეიცარია გავა 1/8 ფინალში, თუ მოიგებს; ან ითამაშებს ფრედ, ხოლო კამერუნი ვერ მოუგებს ბრაზილიას.
– კამერუნს სჭირდება ბრაზილიის დამარცხება და იმის იმედად ყოფნა, რომ შვეიცარია ვერ მოიგებს თავის მატჩს.
– სერბეთი გავა ფლეი ოფში, თუ მოუგებს შვეიცარიას, ამასთან კამერუნი: ვერ მოუგებს ბრაზილიას; მოუგებს ბრაზილიას ნაკლები სხვაობით, ვიდრე სერბები შვეიცარიას.
H ჯგუფი
განა – ურუგვაი (19:00)
სამხრეთ კორეა – პორტუგალია (19:00)
– პორტუგალია უკვე 1/8 ფინალშია და პირველი ადგილისთვის საჭიროა, რომ არ წააგოს სამხრეთ კორეასთან.
– განა თუ არ წააგებს, პრაქტიკულად, გაინაღდებს ჯგუფიდან გასვლას. ეს არ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა ორი ბურთით მოუგებს პორტუგალიას, თავად განელები კი ფრედ ითამაშებენ.
– სამხრეთ კორეას ფლეი ოფში გასასვლელად აუცილებლად სჭირდება პორტუგალიის დამარცხება. ამასთან, იმედი უნდა ჰქონდეს, რომ: განა ვერ მოიგებს; ურუგვაი ვერ მოიგებს ორი ბურთით კორეასთან შედარებით; თუ პარალელურ მატჩში იქნება ფრე, სამხრეთ კორეამ უნდა მოიგოს ორი ბურთის სხვაობით.
– ურუგვაი ითამაშებს 1/8 ფინალში, თუ მოიგებს, კორეა კი ვერ შეძლებს პორტუგალიის დამარცხებას. თუ კორეელები მოიგებენ, ურუგვაის აუცილებლად დასჭირდება მოგება ორ ბურთზე დიდი სხვაობითა და სამხრეთ კორეაზე ორი გოლით მეტის გატანა (მაგალითად, თუ კორეა მოიგებს 1:0-ს, ურუგვაიმ უნდა მოიგოს 3:0, 2:0-ზე – 4:0, 2:1-ზე – 4:1 და ა.შ.).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
