დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დამთავრდება და მერვედფინალებიც საბოლოო სახეს მიიღებს. სხვისა არ იყოს, არც G და H ჯგუფებშია გამსვლელთა ვინაობა ბოლომდე გარკვეული – ორი მერვედფინალისტი გუნდი ცნობილია, ორიც დღეს გაიხარებს… G ჯგუფი სერბეთი – შვეიცარია (23:00) კამერუნი – ბრაზილია (23:00) – ბრაზილია გასულია მერვედფინალში. თუ სამხრეთამერიკელები თავიანთ შეხვედრას არ წააგებენ ან შვეიცარია ვერ მოიგებს,…
სწავლა სიბერემდეო და, საფრანგეთის ნაკრების ექვსი გულშემატკივარი ევროპის გეოგრაფიის შესწავლას ახლა აპირებს. საქმე ის არის, რომ ზემოთ ნახსენები ექვსეული 19 ივნისს საკუთარი ქვეყნის ნაკრების მხარდასაჭერად ბუქარესტში გაემგზავრა, მაშინ, როდესაც ფრანგებს თამაში ბუდაპეშტში ჰქონდათ. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფრანგები ვერ მიხვდნენ სად იმყოფებოდნენ. არადა, გზად უკრაინელ გულშემატკივრებს შეუერთდნენ, რომლებიც ორი დღით ადრე ჩავიდნენ ბუქარესტში, სადაც ავსტრიასთან…
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ორ მატჩს ფინეთში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ჯერ მასპინძლებს ეთამაშება, ხოლო შემდეგ – შვეიცარიას. წესით, ბოლო მატჩი შვეიცარიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, რომ მატჩები ე.წ. „ბაბლის“ სისტემით ჩაეტარებინა. ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი ფანჯარა 23-30 ნოემბრით განისაზღვრება, თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება. E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად სერბეთი, ფინეთი და…
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი ტურძილაძე და გიორგი კორსანტია კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ, თუმც უცხოეთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საფრანგეთის რანგით მე-3 დივიზიონის კლუბებში ჩაირიცხნენ – 22 წლის ცენტრი ტურძილაძე „რუეილ ატლეტიკში“ ითამაშებს, ხოლო მისივე თანატოლი, მძიმე ფორვარდი კორსანტია – „კაენ კალვადოსში“. ქართველთა გუნდები არც საკუთარ დივიზიონში წყვეტენ ვარსკვლავებს: „რუეილმა“ B ჯგუფის რეგულარული…
„როჯერ ფედერერი კორტსა და მის მიღმა ყველაზე ცნობილი შვეიცარიელი პიროვნებაა. უამრავ საჩოგბურთო რეკორდთან ერთად, რომელთა შორისაც, ყველაზე გამოსარჩევი უდავოდ დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონობაა, ის შესანიშნავი პიროვნება და ქველმოქმედია. ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ელჩია, საყოველთაო სიყვარულს იმსახურებს და მსოფლიოში წარმატებისა და მიწიერი თავმდაბლობის განსხეულებაა,“ – ეს შვეიცარიის მთავრობის ოფიციალური განცხადებაა. დიად როჯერს, მსოფლიო მასშტაბით აღმერთებენ და მილიონობით…
საქართველოს ნაკრები დღეს შვეიცარიაში შეიკრიბა და ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო შესარჩევი და ხორვატიასთან ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. არაფერი ახალი. როგორც ყოველთვის, იმედიანი მოლოდინი, ქულების წინასწარ თვლა და საბოლოო შედეგად კვლავ კარგად გაწნული სილა, ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება. ქართველმა ქომაგებმა ვინ მოთვლის მერამდენედ იხილეს კარგად ნაცნობი ფილმი, რომელსაც დასაწყისიც, გაგრძელებაც და ბოლოც ერთი აქვს – იმედგაცრუება. საქართველოს ნაკრებმა…
სად არის ქალის ადგილი, საჭესთან თუ სამზარეულოში? ვისთვის როგორ, თუმც ამერიკის ქალთა ნაკრებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ადგილი დამსახურებულად კი უკავია. მაშინ, როცა მამაკაცები სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას „სოკერს“ ეძახიან, ხოლო MLS-ის მატჩებზე დასწრებას უმეტესად ბეისბოლის ან ამერიკული ფეხბურთის ცქერა ურჩევნიათ, ქალთა ნაკრები მონდიალის რეკორდსმენი ხდება. მსოფლიოს ჩემპიონმა და ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა საფრანგეთში მიმდინარე მონდიალი ბრწყინვალე…
„გრასჰოპერსი“ შვეიცარიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, მაგრამ ბოლო წლებში მის შესახებ ბევრი არაფერი გვსმენია. ან რა უნდა გვსმენოდა, როცა ბოლოს ჩემპიონი 2003 წელს გახდა, სამეულს კი 2014-ის შემდეგ არ გაკარებია. სამეული კი არა, გუნდი ცხრილის ფსკერზეა და 68 წლის განმავლობაში პირველად ქვედა ლიგაში დაქვეითდდა. ოფიციალურად გავარდნა „ლუცერნთან“ კვირას გამართულ მატჩს უნდა დაედასტურებინა. შეხვედრა მაშინ შეწყდა, როცა…
ვაკო გვილიას პოლონეთში კარგი პრესა აქვს: ქართველმა ზაბჟეს „გურნიკის“ შუა ხაზი აშკარად გააძლიერა, 8 ნომრის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობს და გუნდმაც მოუმატა. გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გაახერხა. როგორც იცით, ის შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გახლავთ განათხოვრებული სეზონის ბოლომდე… გვილიას ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ პრესაში. Przeglad sportowy წერს, რომ ქართველი მოკრივეს ჰგავს. ეს ცხვირის მოყვანილობის გამო… აი,…
შვედეთის ნაკრები მეთერთმეტედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. „ტრე კრონორმა” დანიაში გამართულ შეჯიბრებაში ტიტული დაიცვა, თუმცა ეს ერთი შეხედვით მოულოდნელობა არც ყოფილა, რადგან ფინალში მას ფავორიტად მიიჩნევდნენ — მეტოქე, შვეიცარია გახლდათ. და მაინც, გამარჯვება იოლად არ მოსულა. სამი პერიოდის ჯამში თამაში ფრედ 2:2 დასრულდა: პირველი პერიოდი — 1:1, მეორე — 1:1, მესამე — 0:0. გოლი არც ოვერტაიმში…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes