საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ორ მატჩს ფინეთში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ჯერ მასპინძლებს ეთამაშება, ხოლო შემდეგ – შვეიცარიას. წესით, ბოლო მატჩი შვეიცარიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, რომ მატჩები ე.წ. „ბაბლის“ სისტემით ჩაეტარებინა.
ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი ფანჯარა 23-30 ნოემბრით განისაზღვრება, თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება.
E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია ასპარეზობენ. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებულად დაიწყო – შინ შვეიცარიასთან გამარჯვების შემდეგ, სტუმრად სერბეთსაც სძლია და ჯგუფის სათავეში იმყოფება. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ილიას ზუროსის გუნდს ევრობასკეტზე მოხვედრა გარანტირებული აქვს, რადგან ერთ-ერთ ჯგუფს მასპინძლობს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
