გერმანიას ერთა ლიგაში გამარჯვებაზე ოცნება ჯერჯერობით ოცნებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შინ თამაშობდა, ნახევარფინალში ბუნდესნაკრები ცივსისხლიან პორტუგალიასთან დამარცხდა – 1:2. შეხვედრა, რომლის ბედიც მეორე ტაიმში გადაწყდა თავსხმის გამო ათი წუთით გვიან დაიწყო. გოლები კი შესვენების შემდეგ გავიდა: 48-ე წუთზე იოშუა კიმიხმა ბურთი პორტუგალიელების დაცვას თავზე გადაუგდო, სადაც ის ფლორიან ვირტცმა მეტად მოზომილი თავურით შეაგდო კარში....
ჭდე: პორტუგალია
გაამოთ !!!
ორთვენახევარიღა დარჩა პირველ თამაშამდე. დორტმუნდში. სადაც თურქეთის ნაკრები გვიმასპინძლებს. დიახ, თავად დორტმუნდში ხომ თურქული დიასპორაა უცხოელთაგან უდიდესი, ამას დორტმუნდის ახლო თუ შორს მდებარე გერმანული ქალაქებიდან და უშუალოდ თურქეთიდან ჩასულებიც დაუმატეთ და ნათელი გახდება, რომ ტრიბუნაზე ძირითადად თურქეთის ნაკრების მხარდამჭერები იქნებიან. სხვათა შორის, ოდნავ ნაკლები მასშტაბით, მაგრამ იგივე სურათს ველი მომდევნო, მეორე მატჩზეც, ჰამბურგში. ჩეხებისთვის გერმანია...
სანტუში პოლონეთში…
პორტუგალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ფერნანდუ სანტუში უმუშევარი დიდი ხანი არ დარჩენილა, პორტუგალიელი სპეციალისტი პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, – იტყობინება გამოცემა SportoweFakty. მისი ოფიციალური პრეზენტაცია 24 იანვარს გაიმართა. ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე იქნება ძალაში. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში კი ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 2026 წლის ბოლომდე. 68 წლის სპეციალისტი პორტუგალიის ნაკრებს 2014-22...
სანტუში პორტუგალიას დაემშვიდობა
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა: „ეროვნული გუნდის მწვრთნელის თანამდებობას სუფთა სინდისით ვტოვებ. ქვეყნის ეროვნულ გუნდში მუშობა ნებისმიერი მწვრთნელისთვის პრივილეგიაა და ბედნიერ ვარ, რომ ეს პატივი მხვდა წილად. მინდა, ყველა ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო, ვისთანაც ვმუშაობდი. გადაწყვეტილებებს ყოველთვის გუნდის ინტერესების გათვალისწინებით ვიღებდი, ამიერიდან კი იმ მილიონობით ქომაგის გვერდით დავდგები, ვინც პორტუგალიის...
ჟოზეს სამშობლო უხმობს…
„რომას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს თანამდებობდა ოფიციალურად არ დაუტოვებია, როგორც ჩანს, პორტუგალიაში მის შემცვლელეს ეძებენ და ამ პოსტზე „განსაკუთრებულის“ კანდიდატურასაც განიხილავენ. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მოურინიოს უკვე დაუკავშირდნენ და შესთავაზეს „რომას“ მწვრთნელობასთან ერთად, ნაკრების დამრგიებლის პოსტიც შეითავსოს. შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშის...
აბა, რომელი გაფრინდება..?
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დამთავრდება და მერვედფინალებიც საბოლოო სახეს მიიღებს. სხვისა არ იყოს, არც G და H ჯგუფებშია გამსვლელთა ვინაობა ბოლომდე გარკვეული – ორი მერვედფინალისტი გუნდი ცნობილია, ორიც დღეს გაიხარებს… G ჯგუფი სერბეთი – შვეიცარია (23:00) კამერუნი – ბრაზილია (23:00) – ბრაზილია გასულია მერვედფინალში. თუ სამხრეთამერიკელები თავიანთ შეხვედრას არ წააგებენ ან შვეიცარია ვერ მოიგებს,...
ფიფამ და სენსორმა რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს
ფიფას საგანგებო კომისიამ დაადგინა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ურუგვაის ნაკრების კარში პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 54-ე წუთზე კრიშტიანუ, ბრუნუ ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთზე ახტა და თითქოს თმის წვერებით შეეხო. ფიფამ გოლი ფერნანდეშს ჩაუწერა. მანჩესტერელმა შემდეგ პენალტიც გაიტანა და დუბლის შეასრულა. პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა და ვადამდე მოიპოვა მერვედფინალის...
მესხზე ოთხი დებიუტანტით
კვირას, „მიხეილ მესხზე“ საქართველოს ბორჯღალოსნები ახალ საერთაშორისო სეზონს გახსნიან. „რაგბი ევროპის“ 2014 წლის ჩემიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და ამ მატჩით შეუდგება ჩემპიონის ტიტულის დაცვას, რომელსაც შარშან მეცამეტედ დაეუფლა. სხვათა შორის, ამ ტურნირის გამარჯვებული ქართველთა გარდა მხოლოდ რუმინელები (5-ჯერ) და პორტუგალიელები (ერთხელ) გამხდარან და 2023 წლის მსოფლო თასის შესარჩევ ტურნირს (რომელიც 2021 და...
კრიშტიანუს საქველმოქმედო სამკლავური
სერბეთ – პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მესამე დამატებულ წუთზე, როცა ანგარიში 2:2 იყო, სტუმართა კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქის საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთმა კარის ხაზი ლამის ნახევარი მეტრით გადაკვეთა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. აღშფოთებულმა კრიშტიანუმ კაპიტნის სამკლავური მოიძრო, მოისროლა და მოედანი ისე დატოვა, რისთვისაც ყვითელი ბარათიც მიიღო. მოგვიანებით ეს სამკლავური „ცრვენა ზვეზდას“ სტადიონის ერთ-ერთმა...
მგლებთან სამი ახალბედით
6 მარტს, თბილისის დროით 19 საათზე ლისაბონის „კარ ჟამორზე“ დაიწყება პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა, რომლითაც სტარტს აიღებს 2021 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი. პორტუგალია ერთადერთი წარმომადგენელია სარაგბო ტიერ 2-ისა, რომელმაც რუმინულ-ქართული ჰეგემონიის დაძლევა და ერთა თასის მოგება მოახერხა. ეს 2004 წელს მოხდა, თუმცა, მას შემდეგ ბევრ წყალს ჩაუვლია და დღეს „ლობუში“ („მგლები“) ვეღარ დაიკვეხნის მაღალი...









