6 ნოემბერს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. ტიტე კალანდაძის გუნდი პირველ მატჩს საბერძნეთთან სტუმრად გამართავს. გუნდი უკვე ელადაშია, სადაც მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ 16 ხელბურთელი იახლა: გიორგი ლაპიაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი (ყველა ბათუმი),აკაკი პატაშური, ხაზეინ რუსტამოვი (ორივე სლობოდა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი არეშიძე (ტიმიშოარა, რუმინეთი), ირაკლი კბილაშვილი (ტურდა, რუმინეთი), გიორგი ცხოვრებაძე (გუმერბსახი, გერმანია), ზურაბ...
ჭდე: ხელბურთი
უშანსოდ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა ფინეთში და ლოგიკური მარცხი იწვნია. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე გასასვლელად ჩვენებს ჰელსინკიში აუცილებლად უნდა მოეგოთ, რადგანაც პირველი მატჩი თბილისში ფრედ (22:22) დასრულდა. ამის გაკეთება მართლად რთული იყო, რადგან საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ექვსი წამყვნანი ხელბურთელი აკლდა, ერთიც, აუცრელი იყო და ფინეთში შესვლის ნებართვა ამიტომ ვერ მიიღო. მასპინძლებმა თავიდან იგდეს...
ხელიდან გაშვებული მოგება
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს გამორჩა – 22:22. არადა, გამთანაბრებელი ბურთი ფინელებმა ზედ ბოლო წამზე გაიტანეს. თუმც, ჩვენი გუნდი მანამდეც არეული გამოიყურებოდა. თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და 17 წუთში მხოლოდ 1 გოლი გაეტანათ. მართალია, ამ პერიოდში ჩვენი მეკარეც ყოჩაღობდა და ფინელებს მხოლოდ 4-ჯერ გაატანინა,...
ხელიდან გაშვებული მოგება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ კი ლიდერობდა და ბოლო მატჩში, ესტონეთის ნაკრებთან ფრეც აწყობდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მოპოვებული 4-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მეორე შესარჩევი ეტაპის საგზური ბალტიისპირელებს დაუთმო. პირველი ტაიმი ჩვენებმა 16:15 მოიგეს, მეორე ტაიმში კი, უპირატესობას ზრდიდნენ და 45-ე წუთზე საქართველოს ნაკრები 24:20 იყო დაწინაურებული....
სპორტი, დისტანცია, ჰიგიენა
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სპორტი ნელ-ნელა ისევ უბრუნდება გულშემატკივრებს. მართალია, ჯერ შეზღუდული ფორმით, მაგრამ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა დროებითი პროტოკოლი. საქართველოს მთავრობის შემუშავებული დროებით პროტოკოლის თანახმად, სპორტულმა ფედერაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ იმ რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა. სპორტი...
ჩემპიონის მარცხი და გამარჯვება
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა ხელბურთელ ქალთა უმაღლესი ლიგის შეხვედრები. პირველ დღეს საქართველოს ჩემპიონმა ფოთის „ოქროს ვერძმა” „ყვარელთან” წააგო 24:30, ხოლო „მამულმა” 35:14 დაამარცხა წყალტუბოს „პრომეთე”. აღსანიშნავია, რომ ფოთელებმა ყვარელელებს პირველი ტაიმი 16:14 მოუგეს, თუმცა შესვენების შემდეგ კახეთის გუნდმა უფრო იყოჩაღა. მეორე დღს კი „ოქროს ვერძმა” ჩემპიონის შესაფერისი ძალები მოიკრიბა და „მამულს” 18:11 მოუგო. ყვარელმა 58:23...
ჯერი ბათუმსა და ქუთაისზეა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრები. პირველ დღეს, „სტუ-იმედმა” 44:27 დაამარცხა „სპორტის უნივერსიტეტი”, ხოლო „პეგასმა” 45:38 სძლია „გორს”. სხვა სიტყვებით, პირველ დღეს გაიმარჯვეს გუნდებმა, რომლებიც ფინალურ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და რომელთაც მეორე დღეს მეტოქეები გაცვალეს. სენსაცია არც მეორე დღეს მომხდარა: „პეგასმა” 34:30 აჯობა „სპორტუნის”, ხოლო „სტუ-იმედმა” 46:30 მოუგო „გორს”. ამის მიუხედავად,...
ესპანეთი!
სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ესპანეთის ხელბურთელ კაცთა ნაკრები გახდა ისტორიაში მეორე გუნდი, ვინც ევროპის უძლიერესის ტიტული შეინარჩუნა. აქამდე ეს მხოლოდ შვედებს მოეხერხებინათ 2002 წელს. 17 769 მაყურებლის წინაშე ესპანელებმა ხორვატებს 22:20 მოუგეს. რაც ევროები ტარდება, ფინალში ამაზე დაბალი ანგარიში მხოლოდ ორჯერ იყო. იბერიელთა გამარჯვებას სანტანდერში დაბადებულმა ყირგიზმა მარჯვენა ინსაიდმა ალექს დუიშებაევმა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე...
დღეს იქნება სამამულო ომი
სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ევრო 2020-ის ბოლოსწინა დღე გერმანიისა და პორტუგალიის მატჩით გაიხსნა. ეს იყო შეხვედრა 5-6 ადგილებისათვის, რომლის ბედიც უკანასკნელ წამს არა, მაგრამ ბოლო წუთებში გადაწყდა. გერმანიამ მოიგო 29:27 და საბოლოო რეიტინგში მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა. პორტუგალია მეექვსეა. ორი წლის წინ წინ, ევრო 2018-ზე გერმანელები მეცხრეზე იყვნენ. პორტუგალიისთვის მეექვსე ადგილი ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გერმანიის ნაკრების მწვრთნელი...
ქართველი ქალების დაძაბული ბურთაობა
საქართველოს ხელბურთელ ქალთა ჩემპიონატის მორიგ მატჩებს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. პირველ დღეს „ქარიშხალამ” მოუგო „სამტრედიას” 30:27, ხოლო „პეგასმა” სძლია „აჭარას” 24:17. საინტერესო გამოდგა „ქარიშხალასა” და „სამტრედიის” შეხვედრა, რომელიც ბოლომდე დაძაბული გახლდათ. მეორე დღის მატჩები კი ასე დასრულდა: „სამტრედია” – „პეგასი” 25:20, „ქარიშხალა” – „აჭარა” 23:20. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. 7 თამაშიდან 14 ქულით ლიდერობს „ქარიშხალა”....









