თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა ხელბურთელ ქალთა უმაღლესი ლიგის შეხვედრები. პირველ დღეს საქართველოს ჩემპიონმა ფოთის „ოქროს ვერძმა” „ყვარელთან” წააგო 24:30, ხოლო „მამულმა” 35:14 დაამარცხა წყალტუბოს „პრომეთე”.
აღსანიშნავია, რომ ფოთელებმა ყვარელელებს პირველი ტაიმი 16:14 მოუგეს, თუმცა შესვენების შემდეგ კახეთის გუნდმა უფრო იყოჩაღა.
მეორე დღს კი „ოქროს ვერძმა” ჩემპიონის შესაფერისი ძალები მოიკრიბა და „მამულს” 18:11 მოუგო. ყვარელმა 58:23 აჯობა „პრომეთეს”, რომელსაც ჯერჯერობით შვიდივე თამაში წაგებული აქვს.
ამრიგად, 7 ტურის შემდეგ 14 ქულით ლიდერობს „ქარიშხალა”, რომელსაც 12 ქულით მოსდევს „ყვარელი”. მესამეზეა 8 ქულიანი „სამტრედია”. შემდეგ მოდიან 7 ქულიანი „ოქროს ვერძი”, 6 ქულიანი „მამული”, „აჭარა” 5 ქულით, „პეგასი” 4 ქულით და „წყალტუბო”.
საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე 12 თებერვალს დაიწყება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
