გუნდი უკვე ელადაშია, სადაც მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ 16 ხელბურთელი იახლა:
გიორგი ლაპიაშვილი, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ აბრამიშვილი (ყველა ბათუმი),აკაკი პატაშური, ხაზეინ რუსტამოვი (ორივე სლობოდა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი არეშიძე (ტიმიშოარა, რუმინეთი), ირაკლი კბილაშვილი (ტურდა, რუმინეთი), გიორგი ცხოვრებაძე (გუმერბსახი, გერმანია), ზურაბ ცინცაძე, გიორგი დიხამინჯია (ორივე პულავი, პოლონეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი, ჩრ.მაკედონია), ერეკლე არსენაშვილი (ტრემბლი, საფრანგეთი), ზურაბ გოგავა (ალდეკერკი, გერმანია), დავით გრიშიკაშვილი (პეგასი), მირიან გავაშელიშვილი (მეტალოპლასტიკა, სერბეთი), დავით ნიქაბაძე (სარატოვი, რუსეთი).
საბერძნეთის გარდა ჩვენს ჯგუფში ისლანდიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდებიც არიან. ჩვენები 10 ნოემბერს ისლანდიას უმასპინძლებენ, ხოლო დანარჩენი მატჩები 2025 წელს გაიმართება.
სულ საკვალიფიკაციო ეტაპზე 32 ნაკრები ითამაშებს, რომლებიც რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა წლეულს ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე ითამაშა, სადაც ჯგუფში ერთი თამაში მოიგო და ისიც სწორედ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
