ჭდე: ხელბურთი

Home ხელბურთი
არნახული სიგიჟე სტოკჰოლმში
ჩანაწერი

არნახული სიგიჟე სტოკჰოლმში

ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის პირველი ფინალისტის გამოვლენას, სტოკჰოლმის „ტელე 2 არენის” გადავსებულ 16 ათასიან დარბაზში ორი დამატებითი დრო დასჭირდა: ხორვატებმა ნორვეგიას 29:28 მოუგეს და ისტორიაში მესამედ გავიდნენ ევროს ფინალში. გამარჯვების გოლი დაცვის სპეციალისტმა ჟელიკო მუსამ გაიტანა. ძირითადი დროის პირველ ტაიმში, ნაქებ ნორვეგიას, რომლის სწრაფი, კომბინაციური თამაში 9 იანვრიდან მოყოლებული საყოველთაო აღტაცებას იწვევდა, ხორვატების თავგადაკლული, შეუვალი...

ხორვატიის უშიშრობაზე დასკვნას ნორვეგია დადებს
ჩანაწერი

ხორვატიის უშიშრობაზე დასკვნას ნორვეგია დადებს

შვედეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში დასრულდა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპი. დარჩა მატჩი 5-6 ადგილებისთვის, ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. მთავარი ეტაპის I ჯგუფში ხორვატიამ კინაღამ მოუგო ესპანეთს, მაგრამ იბერიელებმა ბოლოწამს გაქვითეს — 22:22. შედეგად, პირველი ადგილი ესპანელებს დარჩათ, მეორე კი ხორვატებს. ამ თამაშის შესახებ სხვანაირადაც შეიძლება ითქვას: ქამბექების დიდოსტატმა ხორვატიამ ესპანელებს ექვსქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა და...

აღარ დააწიოკა
ჩანაწერი

აღარ დააწიოკა

პორტუგალია რომ ყოჩაღი გუნდია, ეს სლოვენიასთან ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის მთავარი ეტაპის II ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაშიც დამტკიცდა. 21:21-მდე ანუ 45 წუთის განმავლობაში თამაში თანაბარი იყო და მხოლოდ მერე უმტყუნა სამხრეთელებს გამოცდილებამ. ბალკანელები წინ გავიდნენ და მოიგეს — 29:24. ამრიგად, სლოვენიამ უმნიშვნელოვანესი 2 ქულა შეიმატა და თუ ბოლო ტურში თვით ნორვეგიას აჯობებს, ნახევარფინალში გავა. თუ ვერა...

ხორვატია, ესპანეთი ან ეპანეთი, ხორვატია
ჩანაწერი

ხორვატია, ესპანეთი ან ეპანეთი, ხორვატია

ჩახვიდე ევროზე და ექვსი თამაშიდან ექვსი მოიგო, ჩინებული შედეგია. ეს ხორვატიამ ჩეხების კარში საფინალო სირენამდე სამი წამით ადრე გატანილი გოლით შეძლო — 22:21. გადამწყვეტი სროლა მარცხენა ინსაიდმა ლუკა სტეპანჩიჩმა შეასრულა. ხორვატთა გუნდში რამდენიმე წამყვანი ხელბურთელი ისვენებდა. მიზეზი: წინა ტურში გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ ბალკანელებს ნახევარფინალის საგზური გარანტირებული ჰქონდათ. ახლა ხორვატები, 8 ქულითა და ბურთების სხვაობით +14, მთავარი...

მეორე ჯგუფის ხლართები
ჩანაწერი

მეორე ჯგუფის ხლართები

ისლანდია ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ის ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ეს მთავარი რაუნდის II ჯგუფში პორტუგალიის 28:25 ძლევით გახდა შესაძლებელი. ისლანდიელებმა თამაში მეტოქეზე უკეთ დაიწყეს და მეორე ტაიმის პირველ წუთებამდე წინ იყვნენ. პორტუგალიამ მაინც გაქვითა, რაც შეტევაში შვიდი ექვსზე ტაქტიკის წყალობით მოახერხა, მაგრამ ჩრდილოელები ასეთი ვარიანტისთვისაც მზად აღმოჩნდნენ და მაინც მოიგეს. მათ გამარჯვებაში საკვანძო როლი გამთამაშებელმა...

არ გამოვიდა!
ჩანაწერი

არ გამოვიდა!

ფლეი ოფი ორი თამაშისგან შედგება, ორი თამაში კი ოთხი ტაიმია. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ფინელებს თბილისსა და რიიჰიმიაკიში სამი ტაიმის განმავლობაში თანაბრად დაუდგა, მეოთხეში კი, სამწუხაროდ ჩვენს გუნდს დაუდგა ყველაფერი ყირაზე. მიზეზს, რასაკვირველია მშვიდად გამოკვლევა სჭირდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამ ეტაპზე თავს ზევით ძალა აღარ იყო. ასეა თუ ისე, ფლეი-ოფამდე მოსასვლელად ქართველებს მთელი წლის განმავლობაში...

დღეს ფინეთში საქართველო იბრძვის
ჩანაწერი

დღეს ფინეთში საქართველო იბრძვის

დღეს, 18 საათზე, რიიჰიმიაკიში საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო მატჩს გამართავს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ. ხუთშაბათს, 16 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში პირველი მატჩი დამთავრდა 24:24. იმ შემთხვევაში თუ მეორე შეხვედრაც ფრედ დასრულდება, გამარჯვებულად ჩაითვლება გუნდი, რომელმაც მეტოქის მოედანზე მეტი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული გუნდი გადავა მთავარ შესარჩევ ეტაპზე,...

როცა მანქანამ ძრავა გადართო
ჩანაწერი

როცა მანქანამ ძრავა გადართო

ბელარუსმა ჩეხეთს დაძაბულ ბრძოლაში 28:25 მოუგო და ეგრეთწოდებულ ფინალურ უქმეებზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ფინალურ უქმეებს ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე ფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩებს უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებას უკვე ათი დღეა სამი ქვეყანა — შვედეთი, ნორვეგია და ავსტრია — მასპინძლობს. მთავარი ეტაპის I ჯგუფელებმა, ბელარუსმა და ჩეხეთმა იცოდნენ, რომ წაგების შემთხვევაში სტოკჰოლმში ვერ გაემგზავრებოდნენ და...

ჯოკერი
ჩანაწერი

ჯოკერი

სლოვენიას ევროზე ადრეც უთამაშია, მაგრამ ოთხიდან ოთხი აქამდე არ მოუგია — შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე კონტინენტის მთავარ სანაკრებო შეჯიბრებაში მთავარი რაუნდის II ჯგუფის თამაშები დაიწყო. შეიძლება ანგარიშით ვერ მიხვდეთ (30:27), მაგრამ სლოვენიელებმა ისლანდიას იოლად მოუგეს. თუ სიტყვა იოლად გეხამუშებათ, ასე ვთქვათ: ამ შეხვედრაში სლოვენიელები ისლანდიელებს აშკარად ჯობდნენ. სლოვენიის ნაკრები ევრო 2020-ზე მსოფლიო მედიის საყვარელ...

იბერიული წინსვლა
ჩანაწერი

იბერიული წინსვლა

შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე მთავარი რაუნდი დაიწყო. I ჯგუფში „ბებერი კონტინენტის” მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ჩეხეთს აჯობა — 31:25 (14:9). მიმდინარე ევროზე იბერიელებმა ოთხიდან ოთხი მოიგეს. ჩეხებთან შეხვედრაში ესპანელების თამაში აწყობილი იყო სწრაფ კონტრშეტევებზე, რომელთაც ზურგს შესანიშნავი მეკარის გონსალო პერეს დე ვარგასის კარგი თამაში (11 მოგერიება) უმაგრებდა. სტატისტიკოსებმა თქვეს, რომ ეს ესპანეთის...