ვიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მოინდომა. მისი ამ სურვილის შესახებ, არჩევნებამდე 11 დღით ადრე შევიტყეთ. ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის კაცია და თითქოს რა გასაკვირი უნდა იყოს, ასეთი სურვილის გაჩენა. ქართული კალათბურთის უახლეს ისტორიაში ვიქტორის დამსახურებებზე კამათი უაზრობაა. მაგრამ აქ კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეზე არ ვლაპარაკობთ. ფედერაციის პრეზიდენტობა პოლიტიკოსმა ვიქტორ სანიკიძემ გადაწყვიტა – მმარათველი პარტიის რიგებიდან საქართველოს პარლამენტის…
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იგემა. ჩვენი გუნდი ამჯერად შინ, ჯგუფის ლიდერ იტალიურ „ბრეშას“ დაუხვდა და 11:19 წააგო. იტალიური გუნდი ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ იოლად მოიგო. თუმცა, რიგ მომენტებში „დინამომ“ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. მართალია, ოთხივე მეოთხედი „ბრეშამ“ მოიგო, მაგრამ განსაკუთრებული უპირატესობა არცერთში არ ჰქონია. მარტივად,…
„ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს საქმე ასარჩევად აქვს. „ღამურები“ ხუთშაბათს, 2 დეკემბერს, ესპანეთის სამეფო თასზე სტუმრად თამაშობენ „უტრილასთან“. ეს გახლავთ 1/64 ფინალის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიელთა თავკაცი მოედანზე სათადარიგო შემადგენლობის გაყვანას აპირებს. ბორდალასის ასეთ გადაწყვეტილებას ორი გამართლება აქვს: ნაკლებად დატვირთული ფეხბურთელები პრაქტიკას მიიღებენ და ძირითადის ხალხი დაისვენებს. მაგრამ, არის ერთი საკითხი, რომელზეც მწვრთნელი ალბათ ყველაზე მეტს იფიქრებს:…
კრიშტიანუ რონალდუს შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბაზაზე თავისი მდიდრული მანქანებით მისვლა აუკრძალონ. პორტუგალიელის ავტოპარკი ჯამში 17 მილიონ გირვანქად არის შეფასებული. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პრობლემა შეიძლება მანკუნიანელთა ახალმა მწვრთნელმა, 63 წლის რალფ რანგნიკმა შექმნას. ცნობილია, რომ როდესაც რანგნიკი „ლაიფციგში“ მუშაობდა, ფეხბურთელებს მხოლოდ სპონსორი ფირმის ავტომობილებით გადაადგილებას აიძულებდა. ამრიგად, თუ წესრიგის მოყვარული რანგნიკი ლაიფციგურ წესს „იუნაიტედშიც“…
ინგლისში ერთმანეთს ვეტერანებმა შეუტიეს. ჯეიმი კარაგერი და რიო ფერდინანდი ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ „სიბერეში“ ერთმანეთზე მწარეების ლაპარაკი დაიწყეს. ჯერ ფერდინანდმა თქვა კარაგერზე აუგი, მერე კი კარაგერმა უპასუხა. ყველაფერი კარაგერის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნის როი კინის ცხარე კამათით დაიწყო. კამათის მიზეზი გახლდათ კრიშტიანუ რონალდუ. კინმა პორტუგალიელი აქო, „ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა კი აკრიტიკა. ფერდინანდის კომენტარიც ამის…
ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი იმდენჯერ მოიგო, რამდენჯერაც ზიდანმა, ეუსებიომ, გერდ მიულერმა, ბაჯომ, ბესტმა, რონალდინიომ და ბობი ჩარლტონმა ერთად აღებულმა. სტატისტიკას უყვარს ასეთი დატოლებები, თუმცა სერიოზულად აღსაქმელად ასეთი დატოლებები არ ღირს. მეშვიდე ოქროს ბურთის ჩაბარებისას, მესიმ რობერტ ლევანდოვსკის გახედა და საჯაროდ უთხრა, რომ შარშან დანამდვილებით მას ერგებოდა ეს ჯილდო. ამით არგენტინელმა ორი კურდღელი მოიგო – პანდემიის…
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უსახური მატჩი ჩატარა ესპანეთის ქალაქ ხაენში და იქაურ ეროვნულ გუნდთან განადგურდა. ილიას ზუროსის გუნდს ლიდერი თორნიკე შენგელია დააკლდა, რამაც საერთოდ შეცვალა გუნდი. ესპანეთის ნაკრების ხისტ, აგრესიულ დაცვას ჩვენებმა ვერაფერით უპასუხეს. საპასუხოდ, პირინეელებიც ბევრს სცოდავდნენ, მაგრამ ჩვენების შეცდომების ფონზე ისინი საერთოდ არ ჩანდა. ესპანეთის ნაკრების ყველა, 12-ვე კალათბურთელმა აიღო ქულები, ჩვენგან მხოლოდ –…
საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ტულონის“ მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი შეიყვანა. საქართველოს ნაკრებთან ერთად გიგაშვილმა ჯერ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ ფიჯის დაუპირისპირდა, ერთ კვირაში კი თავის „ტულონს“ „ლიონთან“ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ცნობისთვის, 29 წლის გიგაშვილისთვის ეს მეორე ასეთი აღიარებაა. პირველად ის რჩეულთა თხუთმეტეულში სასტარტო…
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რალფ რანგნიკთან თანამშრომლობა დაადასტურა. გერმანელი სპეციალისტს დიდხნიანი კონტრაქტი არ აქვს – მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე დაინიშნა. თუმცა, როგორც ინგლისური მედია წერს, შეთანხმებულია ისიც, რომ სამწვრთნელო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, რალფი მანჩესტერში კონსულტანტი იქნება. მოსალოდნელია, რომ მაიკლ კერიკი და „იუნაიტედის“ სხვა მწვრთნელები კლუბში დარჩებიან და რანგნიკის შტაბში შევლენ. 63…
შემოდგომის ტესტების მოთავების შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ტოპ 14-ის მორიგი უიქ-ენდი 14 ქართველი მორაგბის მონაწილეობით წარიმართა და მართალია, ქულა არც ერთ მათგანს დაუგროვებია, მაგრამ სტატისტის როლით თითქმის არავინ შემოფარგლულა. ლიდერი „ტულუზისა“ და „ბრივის“ მატჩი კი გამორჩეულად საინტერესო გამოდგა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პირველი ნახევრის…
ვინისიუს ჟუნიორი თამაშებს იგებს. ის „რეალში“ გამარჯვების მომტან ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და ეს „სევილიასთან“ შეხვედრაშიც დაამტკიცა. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა ბრაზილიელის შეჩერება სცადა, მაგრამ ვინიმ მაინც გაიტანა თავისი — თამაშის მიწურულს ჩინებული დარტყმით „თეთრებს“ სამი ქულა შეჰმატა. მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა. „რეალმა“ მოიგო 2:1. ვინისიუსი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს. ამ ფაქტს მადრიდში კილიან მბაპეს ჩაყვანის პერსპექტივასაც თუ…
კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ, ლონდონში, „ჩელსისთან“ შეხვედრაში (1:1) თვალნათლივ დაინახა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი მომავალი შესაძლოა ნათელი არ იყოს. მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკლ ქერიკმა ის სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა. პორტუგალიელი მოედანზე მეორე ტაიმის მე-15 წუთზე შევიდა. ინგლისურ პრესაში კი შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ „იუნაიტედის“ მომავალი დროებითი მწვრთნელი რალფ რანგნიკი მასზე თურმე ამბობს, რომ ის ხუთი წლის წინ…
„ბათუმი“ მე-10 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. ზღვიპირელებს აქამდე მოგებული მხოლოდ ქვეყნის თასი და სუპერთასი (თითოჯერ) ჰქონდათ. ჩემპიონატში კი, ოთხჯერ მეორე და ორჯერ მესამე ადგილი დაეკავებინათ. იმსახურებდნენ… ალალად ეკუთვნოდათ… თუ გუნდი, თუ ქომაგი… გია გეგუჩაძის ბიჭებმა მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარეს და სეზონის დარულებამდე არასრული ორი ტურით იზეიმეს კიდეც ჩემპიონობა… თუმც ნაღდი ზეიმი ჯერ არ…
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონია. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდებს შორის იჩემპიონა. რუსეთის ქალაქ უფაში ლაშა გუჯეჯიანისა და გია თენაძის გუნდმა ფინალში ნიდერლანდების ნაკრებს მოუგო. ნიდერლანდებს ქალთა ძიუდოს საკმაოდ კარგი სკოლა აქვთ და სწორედ მათ ხარჯზე ფინალში სამი ბრძოლა მოიგეს. თუმცა, ფრიდონ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა საკუთარი შეხვედრები მოიგეს…
პორტუგალიის ჩემპიონატში „ბენფიკასა“ და „ბელენენსეშის“ შეხვედრა შეწყდა. მიზეზი: მეორე ტაიმში მოედანზე მხოლოდ 17 ფეხბურთელი დარჩა. „ბელენენსეშს“ კორონავირუსი დაერია. გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელით გავიდა. კლუბის დანარჩენი 17 მოთამაშე დაავადებას ებრძვის. ამის მიუხედავად კლუბის პრეზიდენტმა რუი პედრო სოარეშმა მატჩში მონაწილეობაზე მაინც განაცხადა თანხმობა და… პირველი ტაიმის შემდეგ სიმწრით უყურა ტაბლოს, სადაც „ბენფიკას“ სასარგებლოდ 7:0 ეწერა. „ბენფიკას“ აკადემიის…
„ვილიარეალის“ ბასკი მწვრთნელი უნაი ემერი შინ „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდა. ის დარწმუნებული იყო, რომ შეხვედრის დასაწყისში, ჯერ კიდევ 0:0-ზე, მისი გუნდის სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო. ემერი ითხოვს ვინმემ აუხსნას, რატომ არ დაუსტვინა მსაჯმა „პიკეს ეპიზოდში“ და კატალონიელების კარში პენალტი რატომ არ დანიშნა. „ბლაუგრანას“ ვეტერანმა მცველმა ხომ საჯარიმოში ბურთს გზა ხელით გადაუღობა. ასეთ…
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონების – კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძეს აღმზრდელი, საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ივანე (ვანო) გრიქუროვი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. გრიქუროვი 2000 წელს საქართველოს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. სარბიელელები ვწუხვართ ვანო გრიქუროვის გარდაცვალების გამო
გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბის გრანდ სლემზე ქართველთაგან საჭიდაოდ მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ჩავიდა და მედლით ბრუნდება. ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა, შემდეგ რუსი კაზბეკ ნაგუჩევიც დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო. ლაშას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მარტინ ჰოიაკი იყო. ჩვენებურმა კარგად ჩაატარა შეხვედრა და ბრინჯაოს მედალი…
საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა….
ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების მერვედფინალში ერთმანეთს ტურინის „იუვენტუსი“ და „პორტუ“ დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი „დრაგაოზე“ მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, საპასუხო შეხვედრის პირველი ტაიმიც პორტუგალიელებისა იყო და რა გასაკვირია, რომ შესვენებისას ტურინელები მთლად მშვიდად ვერ იყვნენ… გაცეცხლებული ყოფილა კრიშტიანუ რონალდუ. თურმე ყველას უყვიროდა და ახსენებდა მათ, რამდენად ცუდ ფეხბურთს თამაშობდნენ. მოულოდნელად პორტუგალიელ ვარსკვლავს სიტყვა ხუან კუადრადრომ გააწყვეტინა და…
ლესტერის პოლიციამ დაადასტურა, რომ ევროლიგის მატჩის დროს, რომელშიც „ლესტერ სიტიმ“ და ვარშავის „ლეგია“ 3:1 დაამარცხა, პოლონელ ფანებთან შეჯახებაში ათზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. არეულობა სტუმარი გულშემატკივრების ტრიბუნასთან დაიწყო, სადაც ხელკეტებით შეიარაღებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შვიდი ქომაგი დაიჭირა. ბრენდენ როჯერსის გუნდმა ამ გამარჯვებით C ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, პოლონელმა ფანებმა კი ინგლისელ პოლიციელებს ბრძოლა გაუმართეს. ვიდეოჩანაწერებში კარგად ჩანს,…
რალფ რანგნიკი სულაც არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს და მის თანამდებობას სიტყვა დროებითი ჩამოშორდება. გერმანელი 63 წლისაა. ის და „იუნაიტედი“ ჯერ კიდევ მუშაობენ ხელშეკრულების დეტალებზე. საჭიროა ზუსტად ჩაიწეროს როგორ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა სეზონის დასრულების შემდეგ. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მანკუნიანელებმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტისა და განვითარების უფროსი დროებით თავკაცობაზე დაიყაბულეს. ინგლისურმა კლუბმა…
შაბათს, 18:30-ზე, პლანეტის ყველაზე ცნობილ სარაგბო სტადიონზე ძალიან საინტერესო თამაში დაიწყება – ლონდონის „თვიქნემზე“ უელსელი რეფერი კრეიგ ევანსის სასტვენი დასაბამს დაუდებს „ბარბაროსებისა“ და სამოას ნაკრების მატჩს. „ბარბაროსები“ – ესაა რაგბის კლუბი, რომლის შემადგენლობა მატჩიდან მატჩამდე სრულად იცვლება და მასში, როგორც წესი, პლანეტის გამორჩეულ მორაგბეებს იწვევენ ხოლმე. „ბარბაროსების“ ფორმა შავ-თეთრ, ზოლებიან კვართს წარმოადგენს და მორაგბეები ერთმანეთისგან…
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 88:83 დაამარცხა უკრაინა და მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 15-ჯერ დაფიქსირდა ფრე, 17-ჯერ შეიცვალა ლიდერი. პირველ მეოთხედში საქართველოს თად მაკფადენმა ულიდერა. მან 15 ქულა შესძინა გუნდს და ჩვენებს 28:24 მოაგებინა. უკრაინა რომ არაფრით ჩამოგვჩებოდა, ბლიზნიუკისა და პეტროვის დამსახურებაა. მეტიც, მათი კარგი თამაშით უკრაინა 43:36 დაწინაურდა….
ფიფაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ევროპის ზონიდან გამსვლელი ნახევარფინალური და ფინალური ფლეი ოფების წილისყრა. შედეგად ერთი ძალიან საინტერესო რამ გაირკვა. ყატარში ან ევროპის ჩემპიონი იტალია არ იქნება ანაც, ევროპის წინა ჩემპიონი პორტუგალია. მსოფლიო 2022 წელს ან ერთ გრანდს მოისაკლისებს, ან – მეორეს. ფლეი ოფის ნახევარფინალებში ამათ თუ იმარჯვეს, ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან. აუცილებლად სათქმელია, რომ იტალიის…
დიეგო მარადონამ კარიერის განვალობაში „არხენტინოს ხუნიორსში“, „ბოკა ხუნიორსში“, „ბარსელონაში“, „სევილიაში“, „ოლდ ბოისში“ და „ნაპოლიში“ ითამაშა. ის 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ავად იყო, სათანადოდ ვერ უწამლეს. როცა ჯერ კიდევ 17 წლის იყო და „არხენტინოს ხუნიორსში“ თამაშობდა მასზე ლეგენდები წამოვიდა. სკაუტების, ჟურნალისტებისა და საფეხბურთო მოხელეების მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო… თუმც, ცოტამ თუ იცის,…
მოსკოვის „სპარტაკის“ მწვრთნელს სასაცილო რეაქცია ჰქონდა როდესაც ლუჩანო სპალეტიმ მას ხელი არ ჩამოართვა. ევროპა ლიგის მე-5 ტურში „ნაპოლი“ „სპარტაკს“ მოსკოვში დაუპირისპირდა. რუსებმა 2:1 მოიგეს. საინტერესო ამბავი მოხდა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ. თამაშის ბოლოს „სპარტაკის“ მწვრთნელი რუი ვიტორია ნაპოლის თავკაცისკენ ხელის ჩამოსართმებად წავიდა, თუმც ლუჩანო სპალეტიმ შორიდანვე ანიშნა, ტყუილად ნუ ირჯებიო და გვირაბისკენ გაემართა. სპალეტის ამ…
ფრენკ ლემპარდი, რომელიც ახლა 43 წლისაა, „ჩელსის“ 18 თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 2021 წლის იანვარში ის თანამდებობიდან მოხსნეს და მის ადგილას თომას ტუხელი დანიშნეს. ლემპარდის საქმეები დასავლეთ ლონდონელთა მწვრთნელის პოსტზე თავიდანვე ვერ აეწყო კარგად. დებიუტის დღეს, 2019 წლის აგვისტოში, ლემპარდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წააგო, სამი დღის შემდეგ კი ევროპის სუპერთასზე „ლივერპულთან“ პენალტებით დამარცხდა – 6:7. „სქაი…
„ლივერპულის“ ლეგენდა, ინგლისელი სატელევიზიო ექსპერტი ჯეიმი კარაგერი ამბობს, რომ ლეო მესი, რომელსაც ბევრი 2021 წლის „ოქროს ბურთის“ უპირობო კანდიდატად მიიჩნევს, ყველა ღონე ხმარობს კრიშტიანუ რონალდუს რომ არ ჩამორჩეს. მესი ახალი სეზონის წინ „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა და ახალ ადგილს იოლად ვერ შეეგუა. არგენტინელმა ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 2…
ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი მარტინ სამუელი, რომელსაც ფაქტობრივად ბრიტანეთის ყველა პრესტიჟულ გამოცემაში უმუშავია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ, ოღონდ ჯერ მაინც დროებით მწვრთნელ (6 თვიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს) რალფ რანგნიკზე „დეილი მეილში“ წერილს აქვეყნებს. შესავალში ის ბრიტანეთში პოპულარულ სიტკომს „სეინფილდს“ იხსენებს და გვიხსნის, რომ ამ სერიალში არის გმირი სახელად ჯორჯი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, რომ ყველაფერი, რაც…
IFFHS-მა, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელა. ის, შარშან, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატიც გახლდათ, თუმც, გეხსომებათ, კორონაპანდემიის გამო გამოკითხვა საერთოდ არ ჩატარებულა. ლევანდოვსკი წლეულსაც ფავორიტია. მისი კონკურენტი ლეო მესი გახლავთ და ბევრის აზრით ამ საპატიო ტიტულს, მეშვიდედ, სწორედ არგენტინელი მოიპოვებს….
მიუნხენის „ბაიერნმა“ არავაქცინირებულ ფეხბურთელებს ხელფასი შეუჩერა. „შავ სიაში“ არიან: სერჟ გნაბრი, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და მაიკლ კუიზენსი. ესენი ხელფასს ვერ მიიღებენ იქამდე, ვიდრე არ აიცრებიან. მათ „ბაიერნმა“ ხელფასები იზოლაციის დროსაც შეუჩერა, რადგან კორონავირუსის დასაცავად აცრა არ გაიკეთეს. „ბაიერნს“ ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აუგსბურგმა“ 2:1 სძლია. იმ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია კიმიხს,…
ევროპის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული ანალიზები საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ მოულოდნელად განმეორებით გადაამოწმა და 13 ძალოსანს დოპინგის კვალი აღმოუჩინა, მათ შორის იმ ჩემპიონატის ქართველ მედალოსნებს – რაულ ცირეკიძესა და ირაკლი თურმანიძეს. თავის დროზე სინჯები „უარყოფითად“ შეფასდა, თუმც ახლა, კიოლნში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ სინჯებში რამდენიმე აკრძალული ანაბოლური სტეროიდის კვალი…
„ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ ოთხშაბათ საღამოს ჟურნალისტმა, რომელიც მას ეკამათა, სწორედ ვერ გაუგო. ჩემპიონთა ლიგაში „პორტუსთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, გერმანელს გაახსენეს მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი, „აფრიკის ერთა თასი“ პატარა შეჯიბრებააო. შაბათს კლოპი სანაკრებო წყვეტებზე ლაპარაკობდა და ჩიოდა, რომ მო სალაჰი, ნაბი კეიტა და სადიო მანე მთელი იანვრის განმავლობაში არ ეყოლება. და აი, ოთხშაბათს,…
ოლე გუნარ სულშერმა, რომელიც კვირას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გააგდეს, „მანჩესტერ სიტის“ „ეტიჰედზე“ ანუ მის მოედანზე, ბოლო სამი თამაში მოუგო. წუხელ კი „ეტიჰედზე“ თამაშობდა „პარი სენ ჟერმენი“, რომელსაც მაურისიო პოჩეტინო წვრთნის — კაცი, რომელზეც ამბობენ, რომ „იუნაიტედში“ სულშერის შეცვლა უნდა და რომელმაც მესით, მბაპეთი, ნეიმარით და სხვა უძვირესი ვარსკვლავებით… წააგო — 1:2. პსჟ-ს პეპ გვარდიოლას „სიტიმ“ აჯობა…
საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა თანაგუნდელის ფარული ჩანაწერით შანტაჟის საქმეში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ თავდამსხმელს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს ტოლი ჯარიმა დააკისრა. ბენზემა, რომელიც დღეს 33 წლისაა, გახლავთ ერთი იმ ხუთთაგანი, რომელთაც ერთი თვის წინ სასამართლოს წინაშე, პირველ სხდომაზე მოუხდათ წარდგომა. მიზეზი: ფრანგი ფეხბურთელის მატიუ ვალბუენას შანტაჟი. სკანდალმა თავის დროზე საფრანგეთში ისეთი…
მესი თუ რონალდუ? ჰკითხეს „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს, ანუ სად უფრო სურს, მანჩესტერში კრიშტიანუსთან თუ პარიზში – ლეოსთან? „მე ვცხოვრობ ფეხბურთით, ადრე თავად ვთამაშობდი და აგერ, უკვე 12 წელიწადია რაც მწვრთნელი ვარ. ვთამაშობდი პსჟ-ში და მიყვარს ეს გუნდი. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, კონტრაქტი 2023 წლამდე მაქვს გაფორმებული. პირადად ჩემთვის არავის დაურეკავს და…
ეს იყო მაიკლ ქერიკის პირველი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თუნდაც დროებითი, მაგრამ მაინც თავკაცის როლში, რომელიც მან მოიგო. „იუნაიტედმა“ სტუმრად დაამარცხა „ვილიარეალი“. ქერიკმა ეს გამარჯვება კვირას გაშვებულ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს მიუძღვნა. საოცრება: მაიკლ ქერიკი გახდა ბოლო 90 წელიწადში პირველი ინგლისელი მწვრთნელი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავისი სადებიუტო შეხვედრა მოაგებინა. და რაკი პირველ წარმატებებზეა ლაპარაკი: ჯეიდონ სანჩომ…
„ბარსელონამ“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ „კამპ ნოუზე“ შეკრებილი 50 000 გულშემატკივარი კმაყოფილი დატოვა. ჩავის გუნდმა „ბენფიკასთან“ 0:0 ითამაშა. ახლა, ბოლო ტურში, „ბარსა“ მიუნხენში უნდა ჩავიდეს და „ბაიერნს“ მოუგოს — ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი გარანტირებული ექნება. „ბენფიკა“ იმავე დღეს კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს. თუ ლისაბონელები კიეველებთან ვერ გაიმარჯვებენ, „ბარსელონას“ „ალიანც არენაზე“ ფრეც მისცემს ხელს. თუ „ბარსელონა“…
ილია კოკაია გარდაიცვალა… კაცი, რომელმაც საფეხბურთო საქართველოში 90-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა და ბარე 20 წელიწადს დარჩა. ილია კოკაია, რომელმაც ერთერთმა პირველმა გაჭრა ქართველი ფეხბურთელებისთვის ფანჯარა ევროპაში და კაცი, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ აჩუქა, გუნდი რომელმაც ჩვენს ფეხბურთს ელფერი შეჰმატა და წლების განვალობაში მოწინავე გახლდათ… ილია კოკაია მთის მოყვარული გახლდათ. ამას წინათ მან კილიმანჯარო დალაშქრა,…
ზლატან იბრაჰიმოვიჩს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ორი სეზონი აქვს გატარებული და კლუბთან ერთად ტიტულების მოგებაც შეძლო. შვედი ფეხბურთელის სხვა კლუბებისა და ფეხბურთელების მიმართ კი კარგად მოგეხსენებათ. ჩანს ზლატანი დღესაც საუკეთესო ფორმაშია და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ჰოდა, დღეს სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შემოელანძღა. „მანჩესტერი“ შესანიშნავი კლუბია, იქ ტიტულებიც მოვიგე. თუმცა, ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ წარსულზე. როდესაც იქ გადავედი,…
ჰარი მაგუაირის კარიერაში უდიდესი კრიზისია. მისმა გუნდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოს — მას მერე, რაც პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ოლე გუნარ სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგაში, „ვილიარეალთან“ გუნდს მოედანზე მაიკლ ქერიკი გაიყვანს, ზოგადად კი, კანდიდატთა შორტ-ლისტში ორი მწვრთნელია, ბრენდენ როჯერსი და მაურისიო პოჩეტინო. მაგუაირმა თქვა: „თუკი ჩემს თანაგუნდელებს შეეკითხებით,…
ქართველი გულშემატკივრისთვის ესპანური „ვალენსიას“ ამბები იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც იქ გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. ადრეც მოგახსენებდით, რომ კლუბის მეპატრონე გახლავთ სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი, რომლის მმართველობით გულშემატკივართა არცთუ მცირე ნაწილი უკმაყოფილოა და საპროტესტო აქციებს აწყობს. ლიმის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა ორშაბათს მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელზეც დათქვეს, რომ 1 დეკემბერს, 12 საათზე პრეს-კონფერენციას მოაწყობენ. ამ პრეს-კონფერენციაზე ისინი დაწვრილებით განმარტავენ…
Golden Boy 2021 ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ 18 წლის ნახევარმცველ პედრი გახდა. გამარჯვებულს კონტინენტის ყველაზე ცნობილი 20 გამოცემისგან შემდგარი ჟიურის უმეტესობამ დაუჭირა მხარი – 318 ხმა. პედრის გამარჯვება შთამბეჭდავი გახადა კონკურენტებთან სხვაობამაც – მეორე ადგილოსან ჯუდ ბილინგემს 119 ქულით გაასწრო. „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველმა 199 ხმა მიიღო. გამოკითხვას იტალიური გამოცემა tuttosport ატარებს, რომელსაც თავდაპირველად სიაში…
1990 წლის შემდეგ ალექსანდრ ზვერევი პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებს აჯობა. გერმანელმა ნახევარფინალში პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში – მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი. გადამწყვეტ მატჩში ზვერევმა თითო სეტში თითო ბრეკ პოინტი გამოყენა და 6:4; 6:4 მარტივად იმარჯვა. წლის შემაჯამებელი ტურნირი გერმანელმა მეორედ მოიგო….
გოგიტა არქანია ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია. 37 წლის კარატისტმა პირველად ოქროს მედალი 2014 წელს ირგუნა, მეორედ კი, ახლა, დუბაიში გამართულ პირველობაზე. ოქროსკენ მიმავალ გზას არქანია მექსიკელი (8:0) სპორტსმენის ძლევით შეუყვა, რომელსაც ჩერნოგორიელი (2:0), ესპანელი (8:0), ამერიკელი (3:0) და ხორვატი (3:1) კარატისტები მიაყოლა. არქანიამ ფინალში იტალიელი კარატისტი 3:2 დაამარცხა და კვარლცხბეკზეც ყველაზე მაღლა შედგა. შეგახსენებთ, ზაფხულში ტოკიოს…
„რეალმა“ ლა ლიგის მე-13 შეხვედრაში, გრანადაში 4:1 გაიმარჯვა და ცხრილის სათავეშია. მადრიდელთა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავისი ფეხბურთელები შეაქო. მან განსაკუთრებით კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი გამოყო. იხუმრა კიდეც, ეს სამეული 2031 წელსაც ასევე ითამაშებსო. „აქ სალაპარაკოც არაფერია. ეს სამეული ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. ჩემი აზრით, ასაკის მიუხედავად ისინი მსოფლიოს უძლიერესი…
BBC-ს თანახმად, ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობა არ აინტერესებს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ცნობას, რომ ოლე გუნარ სულშერის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ ფრანგს „ოლდ ტრეფორდიდან“ დაურეკეს და პასუხად უარი მიიღეს. მანჩესტერელებს იმედი ჰქონდათ, რომ „რეალის“ ყოფილი თავკაცი მათთან გადაბარგებას თავისი ყოფილი ფეხბურთელების, კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის ხათრით მაინც დათანხმდებოდა — ფორვარდიცა და ცენტრალური მცველიც…
თუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაურეკავენ, მაურისიო პოჩენიტო მზად არის „პარი სენ ჟერმენის“ წვრთნას დღესვე დაანებოს თავი და „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგდეს. ეს ინფორმაცია „დეილი მეილმა“ გაავრცელა. „იუნაიტედმა“ გუნდის გაძღოლა ჯერჯერობით მაიკლ ქერიკს დაავალა, თუმცა, პარალელურად დროებით მწვრთნელს ეძებს. ამ წინადადებამ რომ არ დაგვაბნიოს, განვმარტოთ: ქერიკი „იუნაიტედს“ ორიოდ თამაშში გაუძღვება, დროებითი მწვრთნელი კი დაერქმევა მას, ვინც მის მერე,…
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ოლე გუნარ სულშერის ბედი უკვე გადაწყვეტილია და სრული სვლით მიდის მუშაობა მისი შემცვლელის მოსაძებნად. აქამდე უკვე ნახსენები იყვნენ მაურისიო პოჩეტინო (პსჟ), ბრენდან როჯერსი (ლესტერი) და ზინედინ ზიდანი. ამ ჩამონათვალს „სევილიას“ თავკაცი ხულენ ლოპეტეგიც დაემატა. შუა სეზონში სხვა გუნდიდან მწვრთნელის წამოყვანა სერიოზული პრობლემა იქნება და „მანჩესტერში“ სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ: ლორან ბლანს პსჟ-ში მწვრთნელობის გამოცდილება…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes