ჭდე: ზესტაფონი

Home ზესტაფონი
ქართველი მსაჯების თურქი თავი
ჩანაწერი

ქართველი მსაჯების თურქი თავი

ქართული ფეხბურთის სამსაჯო კომიტეტს თურქი არბიტრი ჯიუნეთ ჩაქირი უხელმძღვანელებს. 46 წლის ჩაქირი ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობი არბიტრია. მან 2007 წლის 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს თასის ფინალში თბილისის „ამერისა“ და „ზესტაფონის“ შეხვედრა იმსაჯა, რომელიც დიმიტრი ტატანაშვილის გოლით „ამერმა“ მოიგო (1:0). 2020 წელს „დინამო-არენაზე“ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების შეხვედრასაც...

ილია კოკაია გარდაიცვალა
ჩანაწერი

ილია კოკაია გარდაიცვალა

ილია კოკაია გარდაიცვალა… კაცი, რომელმაც საფეხბურთო საქართველოში 90-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა და ბარე 20 წელიწადს დარჩა. ილია კოკაია, რომელმაც ერთერთმა პირველმა გაჭრა ქართველი ფეხბურთელებისთვის ფანჯარა ევროპაში და კაცი, რომელმაც საქართველოს საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ აჩუქა, გუნდი რომელმაც ჩვენს ფეხბურთს ელფერი შეჰმატა და წლების განვალობაში მოწინავე გახლდათ… ილია კოკაია მთის მოყვარული გახლდათ. ამას წინათ მან კილიმანჯარო დალაშქრა,...

შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?
ჩანაწერი

შინდაგორიძეა თუ ჰერსტი?

ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, გაისიდან საქართველოს ჩემპიონატში VAR (ვიდეოარბიტრი) დამკვიდრდებაო. საკმაოდ ძვირი სერვისია, მაგრამ აუცილებელი. კვირას, „ბათუმი“ – „საბურთალოს“ ტურის ცენტრალური მატჩის მე-6 წუთზე, მასპინძელმა ლაშა შინდაგორიძემ, დაახლოებით 30 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზის წინ, სანტიმეტრებში დაეცა. თანამსაჯებთან მცირე კონსულტაციის შემდეგ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა, გოლი ჩათვალა. არადა, ვიდეოგამეორებაზე კარგად გამოჩნდა,...

სანიოლის გუნდში ცვლილებაა
ჩანაწერი

სანიოლის გუნდში ცვლილებაა

საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდი ჯერ არ შეკრებილა, რომ იძულებითი ცვლილება უკვე გაკეთდა. ვილი სანიოლმა თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად პოლონური „ლეგიას“ ნახევარმცველ ვაკო გვილიას უხმო. ოქრიაშვილმა ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო. ნაკრები დღეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეკრებაზე შევა და სანიოლის ხელში პირველ ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ, ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის...

ეს არის ზესტაფონი…
ჩანაწერი

ეს არის ზესტაფონი…

რომელ ლიგაშიც არ უნდა იყოს, „ზესტაფონი“ ყურადღებას იპყრობს. ეს ბრენდია. რამდენიმე ფაქტორია. არა მხოლოდ ორგზის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასები. კლუბს კარგი პირობები აქვს და მეტიც, ბალახის მოედნების მხრივ, საქართველოში საუკეთესოც კი. ლიგა 4-ისთვის ცოდოა… მითუმეტეს, ახლა კარგი გუნდიც შექმნეს. ნოსტალგიის ამბავიცაა. „ზესტაფონი“, „ამერი“, მათი დაპირისპირებები თასის ფინალებში და ჩემპიონატშიც. კლუბები სამომავლო ხედვით, პროფესიული მიდგომით და...

ლოკომოტივის ჭია
ჩანაწერი

ლოკომოტივის ჭია

თბილისის „ლოკომოტივმა“ სოსო ფრუიძე გაუშვა და 3 საათში გუნდი გიორგი ჭიაბრიშვილს ჩააბარა. მხარეებმა 3.5-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმეს. ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ახალგაზრდა სპეციალისტი ხვალ პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, ხოლო 9 ივლისს, ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გაიყვანს მოედანზე. გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და „ზესტაფონს“ მან ეროვნული ლიგა მოიგო,...