საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-18, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე. ჰოდა, ორივე ლიგის ჯამურ 15 მატჩში ერთბაშად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ამ 32-დან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა მოახერხა, რომელმაც პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ტოპ 14 აქ ლიდერი უცვლელი დარჩა – „სტად...
ჭდე: ირაკლი მირცხულავა
ჯაიანი დაბრუნდა!
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში მორიგი, 24-ე ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 13-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ლიგაში სატურნირო ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ეს როგორც ლიდერთა ჯგუფს ეხება, ისე გასავარდნი ზონის წარმომადგენლებს. ერთპიროვნულ ლიდერ „ოიონაქსს“ პირველობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან დღეისთვის ეს გუნდი უახლოეს მდევარ „გრენობლს“ მთელი 19 ქულით...
ვაჟური ლელო
ვაჟა კაპანაძემ ბურთი რაქიდან აიტაცა და სტუმართა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ეს მოხდა „ბრესანისა“ და „აჟენის“ მატჩის 62-ე წუთზე და ქართველი ბურჯის ამ ლელომ მისი გუნდი ისე დააწინაურა, რომ მეტოქე ვეღარ დაეწია. 27 წლის კაპანაძემ პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა, მისმა „ბრესანმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 37:32. ვაჟა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აჟენელებს...
ნიორაძის მეექვსე ფრანგული
საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა....
ქართული ლელოები
საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგა პრო დ2-ში პლეი-ოფის დრო მოვიდა და შაბათს პირველი წრის ორივე მატჩიც გაიმართა. ეს იყო ე. წ. შესარჩევი ნახევარფინალი, რომლის გამარჯვებულებიც „ნამდვილ“ ნახევარფინალში რეგულარულის გამარჯვებულსა და მეორეადგილოსანს შეხვდებიან. ისე მოხდა, რომ შაბათის მატჩების მონაწილე გუნდებშისულ ცოტა ერთმა ქართველმა ითამაშა. და ისე მოხდა, რომ წაგებულთა შორის პრესტიჟის ლელოები ჩვენებურებმა გაიტანეს. თავდაპირველად ერთმანეთის პირისპირ...
ქართველები ბურჯებში
ფრანგული გამოცემა rugbyrama აგრძელებს მკითხველთა გამოკითხვას და პანდემიის გამო შეწყვეტილი 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების შედგენას. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სულ 8 კანდიდატი შეირჩა და მათგან სამი ქართველია. ტრადიციულად, ჩამონათვალს თან მოკლე დახასიათება ახლავს: ბექა შეყლაშვილი (კოლომიე): 33 წლის ქართველი მესამე სეზონს ატარებს „კოლომიეში“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა ამ პოზიციაზეა. მან გასულ სეზონი 14...





