ფრანგული გამოცემა rugbyrama აგრძელებს მკითხველთა გამოკითხვას და პანდემიის გამო შეწყვეტილი 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების შედგენას.
მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სულ 8 კანდიდატი შეირჩა და მათგან სამი ქართველია. ტრადიციულად, ჩამონათვალს თან მოკლე დახასიათება ახლავს:
ბექა შეყლაშვილი (კოლომიე): 33 წლის ქართველი მესამე სეზონს ატარებს „კოლომიეში“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა ამ პოზიციაზეა. მან გასულ სეზონი 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11-ჯერ სასტარტოში იყო და შერკინების ლიდერი იყო.
ილია კაიკაციშვილი (ნევერი): 27 წლის მორაგბემ, რომელიც „ნევერს“ „მასიდან“ სეზონის წინ შეუერთდა, მალევე დაიმკვიდრა გუნდში ადგილი. 180 სანტიმეტრი სიმაღლის, 122 კილიგრამი წონის ბურჯმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და „ვალანს-რომანთან“ დუბლიც შეასრულა.
ირაკლი მირცხულავა (ოიონა): 31 წლის მორაგბემ ამ სეზონში ჩატარებნული 11-ვე შეხვედრა ძირითადში დაიწყო. მე-7 ტურში მიღებული ტრავმის გამო, მას დიდი დრო გაუცდა და მოედანს მხოლოდ იანვარში დაუბრუნდა, თუმცა მარჯვენა ბურჯების შერჩევისას მის კანდიდატად დასახელებას ამან ხელი ვერ შეუშალა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
