ზლატან იბრაჰიმოვიჩს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ორი სეზონი აქვს გატარებული და კლუბთან ერთად ტიტულების მოგებაც შეძლო.
შვედი ფეხბურთელის სხვა კლუბებისა და ფეხბურთელების მიმართ კი კარგად მოგეხსენებათ. ჩანს ზლატანი დღესაც საუკეთესო ფორმაშია და ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ჰოდა, დღეს სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედი“ შემოელანძღა.
„მანჩესტერი“ შესანიშნავი კლუბია, იქ ტიტულებიც მოვიგე. თუმცა, ისინი ძალიან ბევრს საუბრობენ წარსულზე. როდესაც იქ გადავედი, ვთქვი, რომ აწმყოზე ვარ ორიენტირებული, რათა ჩემი ისტორია შევქმნა. უნდა იფიქროთ დღევანდელობაზე, ან უნდა წახვიდეთ ჰოსპიტალში და ტვინი გამოირეცხოთ“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერში 2016-18 წლებში თამაშობდა. კლუბის მაისურა 33-ჯერ მოირგო და 17 გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
