ჭდე: ნოდარ ახალკაცი

Home ნოდარ ახალკაცი
იპოვეთ ერთი განსხვავება…
ჩანაწერი

იპოვეთ ერთი განსხვავება…

უკვე „ლამაზ ტრადიციად“ იქცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (და არა მხოლოდ) საპრეზიდენტო „არჩევნებში“ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დარღვეულა – 15 იანვარს ამოიწურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების წარდგენის ვადა და „ჰოი, საოცრებავ“, კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა. ის ამ პოსტზე სფფ-ის 29 სუბიექტმა წარადგინა, რომლებიც 4 თებერვლის ყრილობაზე მივლენ და თავიანთი რჩეულს...

ციურიხიდან ფაქსი მოვიდა…
ჩანაწერი

ციურიხიდან ფაქსი მოვიდა…

1992 წლის 3 ივლისი. ცხელი ზაფხულის თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე. იამანიძის ქუჩაზე, სფფ-ის ძველ შენობაში ხმაურია. ციურიხიდან ფაქსი მოვიდა – ფიფას კონგრესმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის სრულუფლებიან წევრად აღიარა. საქართველო ოფიციალურად გახდა მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის წევრი. ჩვეულებრივ თავშეკავებულ სფფ-ის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს რაღაც სიამაყენარევი ბედნიერება აღბეჭდვია სახეზე. საქართველო სამ წელიწადს აკაკუნებდა და ფიფამ კარი გაგვიღო,...

… მგონი ამ ბიჭს მოსწონხარ, პასებს სულ შენ გაძლევსო
ჩანაწერი

… მგონი ამ ბიჭს მოსწონხარ, პასებს სულ შენ გაძლევსო

როგორი ფეხბურთელი იყო ვიტალის თამაში ვისაც გვინახავს, ერთხმად ვაღიარებთ, რომ ის მომავლის ფეხბურთელი იყო. ტანმორჩილი, მაგრამ ფიზიკურად უმძლავრესი. ხისტ ორთაბრძოლებში ბადალი არ ჰყავდა. იყო ცაცია და საოცარ შორეულ დარტმას ფლობდა, მაგრამ მარჯვენათიც არაერთი მაგარი გოლი გაუტანია. ალბათ ყველას ახსოვს, 13 მაისის მატჩის პირველ ნახევარში მარჯვენა ფლანგზე რეიდის შემდეგ მოედნის პირითი ხაზიდან მარჯვენა, არასამუშაო ფეხით როგორი...

როცა მოგვიხმობს პარტია…
ჩანაწერი

როცა მოგვიხმობს პარტია…

ვიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მოინდომა. მისი ამ სურვილის შესახებ, არჩევნებამდე 11 დღით ადრე შევიტყეთ. ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის კაცია და თითქოს რა გასაკვირი უნდა იყოს, ასეთი სურვილის გაჩენა. ქართული კალათბურთის უახლეს ისტორიაში ვიქტორის დამსახურებებზე კამათი უაზრობაა. მაგრამ აქ კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეზე არ ვლაპარაკობთ. ფედერაციის პრეზიდენტობა პოლიტიკოსმა ვიქტორ სანიკიძემ გადაწყვიტა – მმარათველი პარტიის რიგებიდან საქართველოს პარლამენტის...

ფული მანახე და ფედერაციას განახებ…
ჩანაწერი

ფული მანახე და ფედერაციას განახებ…

მითი მორაგბეების ერთიანი, მტკიცე და ურყევი ოჯახის შესახებ საბოლოოდ განადგურდა. სხვა რომ არაფერი, უცნაური სანახაობაა, „ოჯახის“ წევრები ერთმანეთს ტყვიას როგორ ესვრიან. ვეტერანი მორაგბეები უკვე ღიადაც ლაპარაკობენ სარაგბო საქმეებში ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსების ჩარევის შესახებ. პოლიტიკური კვალი მხოლოდ რაგბის კავშირში არ ჩანს. შორს რომ არ წავიდეთ, სრულიად დაუფარავად დავინახეთ პარტიული ინტერესები ახალკაცი-ნემსაძის თუ კობიაშვილი – არველაძის...

… ქართული ფეხბურთისგან მადლობა მაინც ერგება
ჩანაწერი

… ქართული ფეხბურთისგან მადლობა მაინც ერგება

თურმე უკვე 90 წლის იყო… მთლად გლოვის დღეს არ გამოვაცხადებთ, მაგრამ ლენარტ იუჰანსონს ქართული ფეხბურთისგან ერთი პატარა მადლობა მაინც ერგება. შვედი ფუნქციონერი 1990-2007 წლებში ხელმძღვანელობდა უეფას და ჩვენი ფედერაციის გაწევრიანებას უეფაში სწორედ მისი ბეჭედი დაესვა. საქართველოშიც იყო სტუმრად და ქართული ფეხბურთის სახლის გახნა მოგვილოცა. მერე, როცა საზეიმო ბანკეტზე ქართულმა ანსანბლმა შვედური სიმღერა სამ ხმაში დაუგუგუნა,...

მიხეილ მესხი: დიდი ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშე, КГБ-ს ხელი ურევია
ჩანაწერი

მიხეილ მესხი: დიდი ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშე, КГБ-ს ხელი ურევია

ზუსტად აღარ მახსოვს, 1984 თუ 85 წელი იყო. გახურებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია. თბილისის ,,დინამო“ კრიზისშია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მაშინ, როგორც თითქმის ყველა ბიჭუნა, მეც ბურთს დავდევდი და ,,დინამოს“ იქით ვერაფერს ვხედავდი. მაისის თვე იდგა, წვიმდა. წინადღეს ბიჭები გაგვაფრთხილეს, ხვალ ,,დინამო“ მოსკოვის ,,ტორპედოს“ ეთამაშება, ხუთ საათზე სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან შევიკრიბებით, ,,აუტჩიკები“ იქნებითო. ,,აუტჩიკები“?...