… ქართული ფეხბურთისგან მადლობა მაინც ერგება

Home კატეგორიის გარეშე … ქართული ფეხბურთისგან მადლობა მაინც ერგება
… ქართული ფეხბურთისგან მადლობა მაინც ერგება

თურმე უკვე 90 წლის იყო… მთლად გლოვის დღეს არ გამოვაცხადებთ, მაგრამ ლენარტ იუჰანსონს ქართული ფეხბურთისგან ერთი პატარა მადლობა მაინც ერგება.

შვედი ფუნქციონერი 1990-2007 წლებში ხელმძღვანელობდა უეფას და ჩვენი ფედერაციის გაწევრიანებას უეფაში სწორედ მისი ბეჭედი დაესვა.

საქართველოშიც იყო სტუმრად და ქართული ფეხბურთის სახლის გახნა მოგვილოცა. მერე, როცა საზეიმო ბანკეტზე ქართულმა ანსანბლმა შვედური სიმღერა სამ ხმაში დაუგუგუნა, ბავშვივით გულაჩუყებულმა ცრემლები ვერ შეიკავა და საბოლოოდ მოინადირა დარბაზში შეკრებილი ქართული სპორტის ბომონდის გული.

ამბობენ, ნოდარ ახალკაცი-უფროსი მას კი არა, ლენარტ იუჰანსონი ახალკაც-უფროსს აღმერთებდაო.

ჩემპიონთა ლიგაც, დღეს რომ ჩემპიონთა ლიგაა, სწორედ ამ შვედი კაცის პრეზიდენტობისას შეიქმნა.

არ იყო ცუდი ადამიანი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის…

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".