მითი მორაგბეების ერთიანი, მტკიცე და ურყევი ოჯახის შესახებ საბოლოოდ განადგურდა. სხვა რომ არაფერი, უცნაური სანახაობაა, „ოჯახის“ წევრები ერთმანეთს ტყვიას როგორ ესვრიან. ვეტერანი მორაგბეები უკვე ღიადაც ლაპარაკობენ სარაგბო საქმეებში ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსების ჩარევის შესახებ.
პოლიტიკური კვალი მხოლოდ რაგბის კავშირში არ ჩანს. შორს რომ არ წავიდეთ, სრულიად დაუფარავად დავინახეთ პარტიული ინტერესები ახალკაცი-ნემსაძის თუ კობიაშვილი – არველაძის საარჩევნო დაპირისპირებისას. პოლიტიკური კვალი ასევე ღიად გამოჩნდა ჭიდაობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთმანეთს წაეკიდნენ ძიუდოს მესვეურებიც…
რაგბისაც, ფეხბურთსაც და ჭიდაობასაც საერთო ნიშანი აქვთ – ამ ფედერაციებში სხვებზე მეტი ფული ტრიალებს. ეს ხომ არ არის, პოლიტიკურ-პარტიული ინტერესების ასე მძაფრად გამოვლენის მიზეზი?
აბა, ოდესმე გსმენიათ, პოლიტიკური ნიშნით უფულო ბადმინტონის ფედერაციაში დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს?
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
