„ლივერპულის“ თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ ოთხშაბათ საღამოს ჟურნალისტმა, რომელიც მას ეკამათა, სწორედ ვერ გაუგო. ჩემპიონთა ლიგაში „პორტუსთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ, გერმანელს გაახსენეს მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი, „აფრიკის ერთა თასი“ პატარა შეჯიბრებააო. შაბათს კლოპი სანაკრებო წყვეტებზე ლაპარაკობდა და ჩიოდა, რომ მო სალაჰი, ნაბი კეიტა და სადიო მანე მთელი იანვრის განმავლობაში არ ეყოლება. და აი, ოთხშაბათს,...
ჭდე: ნაბი კეიტა
კლოპის აფროხლაფორთი
„ლივერპულმა“ გადაწყვიტა რაიმე იღონოს, რათა მისი აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი კონტინენტის თასზე სათამაშოდ დიდი ხნით არ წავიდნენ. ბოლოს და ბოლოს მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზეა ლაპარაკი. გასულ სეზონში მერსისაიდელთა საჩემპიონო ამბიციებს ტრავმიანობამ მიაყენა დიდი ზარალი, ახლა კი კლუბი ფეხბურთელების გარეშე შესაძლოა აფრიკის ერთა თასმა დატოვოს. სალაჰი ეგვიპტელია, მანე — სენეგალელი და არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც...
კეიტა გვინეაში გაიჭედა
კვირას გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამბოხებულებმა ქვეყნის პრეზიდენტი შეიპყრეს, არსებული კონსტიტუცია გააუქმეს და საზღვრები ჩაკეტეს. გვინეის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უნდა ეთამაშა მაროკოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ცხადია, შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. Sky Sports კი გვამცნობს, რომ ამ შემთხვევით ძალიან შეწუხებულან „ლივერპულში.“ მოგეხსენებათ, მათი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა გვინეელია და სანაკრებო...
ვიდეორეფერი, სალაჰი და სხვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულმა” „პორტუს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კეიტამ და ფირმინომ, მო სალაჰი კი ყველაზე მეტად სადავო ეპიზოდის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში — მერსისაიდელთა 26 წლის ვარსკვლავი დანილო პერეირასთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ეგვიპტელი დაინდო, არადა თავად ინგლისური პრესა წერს, რომ მას მეტოქისთვის ფეხის მოტეხა შეეძლო. ზოგიერთმა საიტმა გულშემატკივართა კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება. თვალში საცემია...



