კვირას გვინეაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამბოხებულებმა ქვეყნის პრეზიდენტი შეიპყრეს, არსებული კონსტიტუცია გააუქმეს და საზღვრები ჩაკეტეს.
გვინეის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უნდა ეთამაშა მაროკოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ცხადია, შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.
Sky Sports კი გვამცნობს, რომ ამ შემთხვევით ძალიან შეწუხებულან „ლივერპულში.“ მოგეხსენებათ, მათი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა გვინეელია და სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება. მაგრამ საზღვრები ჩაიკეტა და როდის გამოაღწევს იქიდან არავინ იცის.
წყაროს ინფორმაციით, კლუბს მუდმივი კავშირი აქვს ფეხბურთელთან, ის უსაფრთხოდაა და ნაკრების წევრებთან ერთად იმყოფება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
