ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ლაშასგან ამას მიჩვეული ვართ. უჩვეულო მხოლოდ ის იყო, რომ ტალახაძეს ამჯერად გაუჭირდა და ტიტულის მოპოვება მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული. 29 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა და კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დასკვნით დღეს საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ქართველ გოლიათს ტრავმა აწუხებდა და ამიტომაც იყო,...
ჭდე: ძალოსნობა
ტალახაძის რეკორდებს აუქმებენ
ტაშკენტში, ამას წინათ დამყარებული ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი, შესაძლოა, გაუქმდეს. ასე თუ მოხდა, ეს ჩვენიანისთვის მიღწევის გაუქმების მეორე შემთხვევა იქნება. პირველად ტალახაძის რეკორდი 2016 წლის ოლიმპიადის მოგების შემდეგ გაანულეს. ლაშამ მაშინ +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყოჩაღა. ახლა კი მსოფლიო ძალოსნობის მამები +109 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის გაუქმებას აპირებენ და ტალახაძესაც, შესამაბისად, +102 კილოგრამში მოუწევს გადასვლა და...
ახალი სკანდალი ძალოსნობაში
ევროპის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე აღებული ანალიზები საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ მოულოდნელად განმეორებით გადაამოწმა და 13 ძალოსანს დოპინგის კვალი აღმოუჩინა, მათ შორის იმ ჩემპიონატის ქართველ მედალოსნებს – რაულ ცირეკიძესა და ირაკლი თურმანიძეს. თავის დროზე სინჯები „უარყოფითად“ შეფასდა, თუმც ახლა, კიოლნში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ სინჯებში რამდენიმე აკრძალული ანაბოლური სტეროიდის კვალი...
მიშველიძის ორი ვერცხლი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ პირველი მედლები მოიპოვა და ორივე შოთა მიშველიძემ, ორივე ვერცხლი – ორჭიდის ჯამში და აკვრაში. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიშველაძესთან ერთად რამინ შამილიშვილიც გამიდიოდა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. პირველ მოძრაობაში, ატაცში, მიშველიძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, რომელმაც 128 კილოგრამი კი გააცუდა, მაგრამ შემდეგ მოუმატა და, ჯერ 130, ხოლოს ბოლოს 135...
სამყარო საქართველოს წინააღმდეგ
თითქოს, მთელი სპორტული სამყარო საქართველოს წინააღმდეგ არის. ჯერ იყო და ძალოსნობას, სადაც ოქროს მედლები, თავის მსოფლიო რეკორდებით თითქმის გარანტირებული გვქონდა, დაეტაკნენ და ოლიმპიადიდან უნდათ ამოღება, ახლა იგივე ბედი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ელის. ამის თაობაზე, გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის (UWW ) აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, აზერბაიჯანელმა ნაგიმ ალიევმა განაცხადა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას მოკვეთა 2024 წელს, პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე ემუქრება....
477!
ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და აგერ, უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი! ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ისეც მდიდარ კოლექციას ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროც შემატა. 105 კილოგრამზე ზემოთ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა ძალოსანმა ამჯერადაც დამაჯერებლად დასძლია – 477 სარეკორდო კილოგრამი ორი სახეობის ჯამში! ლაშამ ატაცში 220 კილოგრამიანი შტანგა ასწია, რაც ასევე ახალი მსოფლიოს რეკორდია! ამას ლაშამ აკვრაში 257 კგ....





