ჭდე: მატიე ვალბუენა

Home მატიე ვალბუენა
ბენზემას მიუსაჯეს
ჩანაწერი

ბენზემას მიუსაჯეს

საფრანგეთის ნაკრებისა და „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა თანაგუნდელის ფარული ჩანაწერით შანტაჟის საქმეში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ თავდამსხმელს ერთწლიანი პირობითი პატიმრობა და 75 000 ევროს ტოლი ჯარიმა დააკისრა. ბენზემა, რომელიც დღეს 33 წლისაა, გახლავთ ერთი იმ ხუთთაგანი, რომელთაც ერთი თვის წინ სასამართლოს წინაშე, პირველ სხდომაზე მოუხდათ წარდგომა. მიზეზი: ფრანგი ფეხბურთელის მატიუ ვალბუენას შანტაჟი. სკანდალმა თავის დროზე საფრანგეთში ისეთი...

პატიმრობას ერთი თვით გადაურჩა
ჩანაწერი

პატიმრობას ერთი თვით გადაურჩა

პარასკევს, 22 ოქტომბერს, ქარიმ ბენზემა 10 თვიანი პატიმრობისა და 75 ათასი ევროთი დაჯარიმების საშიშროების წინაშე იდგა, მაგრამ მოსამართლემ სხდომა 24 ნოემბრისთვის გადადო. „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს ისევ ძველ ამბავს, მატიე ვალბუენას სექს-ვიდეოთი შანტაჟს ედავებიან. სასამართლოში საქმე უკვე სამჯერ განიხილეს. ბედის ირონიაა, რომ 25 ნოემბერს, როდესაც ფაქტობრივად ბენზემა განაჩენს შეიტყობს, „რეალს“ სტუმრად, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის...

ბენზემა ნაკრებში დააბრუნეს!
ჩანაწერი

ბენზემა ნაკრებში დააბრუნეს!

ექვსწლიანი განკვეთა დასრულებულია! საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ქარიმ ბენზემა ეროვნულ გუნდში დააბრუნა. დღეს, ფრანგული და მსოფლიო პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა „რეალის” თავდამსხმელის მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში აღდგენაა, რასაც „ეკიპი” სამშაბათსვე წინასწარმეტყველებდა. დეშამმა გამოაქვეყნა 26 კაციანი სია. მასში ჩამოწერილი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატის წინ, უელსსა და ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც კი ახალმა ამბავმა მსოფლიოს ყურადღება...

რამოსი მეორე რონალდუა?
ჩანაწერი

რამოსი მეორე რონალდუა?

ცოტა გაუგებარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ covid 19-ით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს ნება დართეს პამპლონაში გუნდთან ერთად გაემგზავროს და „ოსასუნასთან” შეხვედრაში უხელმძღვანელოს მას. ზიდანს ტესტი ჩაუტარეს. ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. და მაინც, წინა დღით წერდნენ, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემისა და ლა ლიგის რეგულაციების შესაბამისად, ფრანგი თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო, მისი გუნდში დაბრუნება-არ...