ცოტა გაუგებარია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ covid 19-ით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, „რეალის” თავკაც ზინედინ ზიდანს ნება დართეს პამპლონაში გუნდთან ერთად გაემგზავროს და „ოსასუნასთან” შეხვედრაში უხელმძღვანელოს მას.
ზიდანს ტესტი ჩაუტარეს. ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. და მაინც, წინა დღით წერდნენ, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სისტემისა და ლა ლიგის რეგულაციების შესაბამისად, ფრანგი თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო, მისი გუნდში დაბრუნება-არ დაბრუნების საკითხი კი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ჩატარებულ ხელმეორე ტესტს უნდა გადაეწყვიტა.
პამპლონაში გამაგზავრების წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ზიდანს „რეალის” გულშემატკივრის საწუხარზე ჰკითხეს: სერხიო რამოსისა და კლუბის მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად მადრიდელთა კიდევ ერთმა დიდმა ვარსკვლავმა დატოვოს „ლოს ბლანკოსი”.
„მივიღებთ თუ არა მორიგ რონალდუსმაგვარ შემთხვევას? ვერ გეტყვით. არ ვიცი რა ბედი ეწევა რამოსს, — თქვა „თეთრების” ლეგენდამ, — ჯერჯერობით, ის ჩვენთან არის და ყველანი ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებული”.
შემდეგ ზიდანს ქარიმ ბენზემას შესახებაც ჰკითხეს. თავდამსხმელი კარგ ფორმაშია, მაგრამ მატიე ვალბუენას შანტაშის გახმაურებული საქმის გამო კვლავ სასამართლოში იბარებენ.
მწვრთნელმა თქვა: „ქარიმს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს. აშკარაა, რომ ის რთულ დღეშია, მაგრამ მაინც ახერხებს საქმეზე კონცენტრაციას. ბენზემა ბევრს მუშაობს და თამაშით სიამოვნებას იღებს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
