გასულ უქმეებზე საფრანგეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა სოლიდურ ინდივიდუალურ წარმატებებს მიაღწიეს, ინგლისის სარაგბო ჩემპიონატში კი რეგულარული სეზონი დაიწყო. ტოპ 14 გიორგი ახალაძემ „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება ლელოთი აღნიშნა. პირველი ტაიმის გაწითლებულ დროში ბორჯღალოსანმა ბურჯმა „ვულკანების“ მოლში იაქტიურა და შეტევა დააგვირგვინა კიდეც. ეს იყო გიორგის პირველი ლელო მიმდინარე სეზონის მე-3 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის...
ჭდე: ვანო კარკაძე
ფიჯური დაბოლოებით
„მსოფლიო რაგბის“ 2026 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ქუთაისსა და თბილისში 16 მონაწილე გუნდს თითო მატჩიღა დარჩა გასამართი და საქართველოს 20-წლამდელებს მისი გამართვა ფიჯელი თანატოლების წინააღმდეგ მოუწევთ. საჩემპიონო ფინალში კი ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა და სამგზის ჩემპიონი საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. საქართველოს და ფიჯის 20-წლამდელების გზები მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში აქამდე ორჯერ გადაკვეთილა და ორივე ჯერზე...
ვიდრე ნაკრებში წავიდოდნენ…
საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასულ ტურში. მოგეხსენებათ, მომდევნო უიქ-ენდზე „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატი იწყება და ბრონკან-ბორტოლამის სამწვრთნელო დუეტმა 34 მორაგბეს უხმო შვეიცარიასთან მატჩის წინ. სიტყვამ მოიტანა და ვთქვათ, რომ ილია სპანდერაშვილმა ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და გაფართოებულ განაცხადში მას „შავი ლომის“ მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე შეცვლის. ჰოდა, ნაკრებში გამოძახებულთაგან 15-მა ტოპ 14-სა და...
გორგაძე ტურის სიმბოლურში
პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ. ტოპ 14 მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია, ლიდერების ჯახი იყო – „პო“ საფრანგეთის მოქმედ სარაგბო ჩემპიონ „ტულუზს“ მასპინძლობდა. ყველასთვის მოულოდნელად, ბასკებმა...
რაგბი ხომ სამყაროს მინი-მოდელია
სამხრეთ აფრიკის ქალაქ მბომბელაში, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის მასპინძლობით თუა ცნობილი, ადგილობრივმა სარაგბო ნაკრებმა საქართველოს ბორჯღალოსნებს უმაღლესი დონის რაგბის გაკვეთილი ჩაუტარა – 55:10. ერთი კვირით ადრე მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ასევე ტიერ 1-ის წევრი იტალიის ნაკრები 45:0 დაამარცხა და იქაურ პრესაში ქართველებს 60-ქულიანი სხვაობით მარცხს უწინასწარმეტყველებდნენ. და ყველას გასაკვირად, პირველი ტაიმი „ქურციკებმა“...
სტაბილურობა უიღბლობის წინააღმდეგ
როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებმა თბილისის „მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნებს ტესტ-მატჩი მოუგო, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც. 5:34 – ასეთია თავსხმა წვიმაში გამართული მატჩის შედეგი, არადა საღამო ისე ლამაზად იწყებოდა… ორგანიზატორებმა მცირერიცხოვან მაყურებელს ეფექტური წინასამატჩო გახსნა შესთავაზეს, გორის ქალთა გუნდმა ჩვეული ვირტუოზულობით ჯერ ირლანდიის რესპუბლიკის ჰიმნი შეასრულა, მერე – საქართველოსი, მსაჯმა ჩასტვინა და რამდენიმე ათეული წამის...
17-გზის საქართველო
ის, რომ ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატს მოიგებდნენ, დიდ ეჭვებს არავისში აღძრავდა. უკვე მრავალი წელია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელიც სწავლაშიც და ყოფაქცევაშიც ფრიადოსანია, ზოგიერთ უფროსკლასელსაც სჯობნის, მაგრამ მას მაინც ტოვებენ კლასში, წინ წასვლის და გაზრდის საშუალებას არ აძლევენ. ამასობაში ეს ბავშვი უკვე გაიზარდა, თვალშისაცემად დიდია თანაკლასელებზე, მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია არ იმჩნევს,...
10 ლელო მადრიდში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქში ადგილობრივი „ლომები“ 62:32 დაამარცხა და ნახევარფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ვამბობთ, რომლის მოგებასაც ბორჯღალოსნები ზედიზედ მერვედ ეშურებიან, თუმცა საბოლოო მიზნამდე კიდევ ორი მატჩია მოსაგები, მათ შორის – 1 ან 2 მარტს ნახევარფინალი რუმინეთთან და ეს იქნება იმავდროულად ანთიმოზ ივერიელის თასის მორიგი გათამაშებაც. მადრიდში კი ბევრი რამ პირველად მოხდა....
ევროსექსტეტი
გასული სარაგბო კვირა ევროთასებისა იყო, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მეორე წრე დაიწყო. თუ „შავი ლომის“ დამარცხებულ 23-ეულს არ ჩავთვლით, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე ჯამშ ექვსმა ქართველმა იასპარეზა, მე-7 განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, პრო დ2-ში კი ჩვენებურთა რაოდენობა ტრადიციულად სოლიდური გახლდათ – 16. ჩემპიონთა თასი პულ 1-ში ყველაზე ნათელი სურათია: ორი ფრანგული გიგანტი...
ევროთასები და ქართველები
გასული უქმეები დახუნძლული იყო საერთაშორისო რაგბით, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა სწორედ ამ უკანასკნელში შეძლეს თავის გამოჩენა, თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ჩემპიონთა თასი მთავარი სარაგბო ევროთასის 2024-2025 წლების სეზონის სტარტი ინგლისის ქალაქ „ბათში“ შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ფრანგულ „ლა როშელთან“ 20:24 წააგო და ამ მატჩს ორი ქართველი ლაროშელელის...









