„მსოფლიო რაგბის“ 2026 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ქუთაისსა და თბილისში 16 მონაწილე გუნდს თითო მატჩიღა დარჩა გასამართი და საქართველოს 20-წლამდელებს მისი გამართვა ფიჯელი თანატოლების წინააღმდეგ მოუწევთ. საჩემპიონო ფინალში კი ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა და სამგზის ჩემპიონი საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

საქართველოს და ფიჯის 20-წლამდელების გზები მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში აქამდე ორჯერ გადაკვეთილა და ორივე ჯერზე გამარჯვება უმცროს ბორჯღალოსნებს რჩებოდათ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2019 მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი მე-9 ადგილისთვის. იმ თამაშში „პატარა მფრინავი ფიჯელები“ 62-ე წუთამდე 8:0 იგებდნენ, მაგრამ იოანე იაშაღაშვილმა ერთი ლელო გაქვითა, რომელიც თედო აჟანდაძემ გარდასახა, ხოლო უკვე გაწითლებულ დროში, ძალიან ხანგრძლივი შტურმის შემდეგ ვანო კარკაძემ გამარჯვების ლელოს გატანა მოახერხა – 12:8. ნაცნობი სახელებია – სამივე დღეს ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას იცავს.

შარშანწინდელი ჯახიც დაძაბული გამოდგა და ქართველებმა 40:36 იმარჯვეს. ის მატჩიც მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალური იყო, ხოლო დღევანდელმა ბორჯღალოსანმა ლუკა ცირეკიძემ ზუსტი დარტყმებით 15 ქულა დააგროვა.
I-IV ადგილებისთვის
საფრანგეთი – ახალი ზელანდია 26:22
სამხრეთ აფრიკა – ინგლისი 53:37
I ადგილისთვის
18 ივლისი. 20:30. „მიხეილ მესხი“
სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი
III ადგილისთვის
18 ივლისი. 18:00. „მიხეილ მესხი“
ახალი ზელანდია – ინგლისი
V-VIII ადგილებისთვის
არგენტინა – შოტლანდია 26:44
ავსტრალია – უელსი 36:38
V ადგილისთვის
17 ივლისი, 20:30. „ავჭალა“
შოტლანდია – უელსი
VII ადგილისთვის
17 ივლისი, 18:00. „ავჭალა“
ავსტრალია – არგენტინა
IX-XII ადგილებისთვის
საქართველო – იტალია 19:43
ირლანდია – ფიჯი 24:19
IX ადგილისთვის
18 ივლისი, 20:30. „აია არენა“
ირლანდია – იტალია
XI ადგილისთვის
18 ივლისი, 18:00. „აია არენა“
საქართველო – ფიჯი
XIII-XVI ადგილებისთვის
ესპანეთი – ურუგვაი 57:6
იაპონია – აშშ 71:21
XIII ადგილისთვის
17 ივლისი, 20:30. „აია არენა“
ესპანეთი – იაპონია
XV ადგილისთვის
17 ივლისი, 18:00. „აია არენა“
აშშ – ურუგვაი
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები14/07/2026 | 22:01ფიჯური დაბოლოებით
მთავარი ამბავი13/07/2026 | 21:34იტალიური კოშმარი ქუთაისში
რაგბი12/07/2026 | 17:54გახსოვდეთ შარშანდელი 19:19
აქეთურ-იქითური12/07/2026 | 03:14პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან