ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის მერვე ტური სარეკორდო გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. არა, ჩვენს ბიჭებს, სამწუხაროდ, არც ლელო დაუდიათ, არც რეალიზაცია, ჯარიმა თუ არეკნი გაუტანიათ. უბრალოდ, ტურის 7 მატჩში ერთბაშად 20-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და სწორედ ესაა ამ მხრივ უმაღლესი მიღწევა. ასეთი რამ აქამდე არასდროს დაფიქსირებულა… წარმატებებისა კი რა გითხრათ – ზოგმა მოიგო, ზოგმე -ვერა. ბორჯღალოსანმა ბექა...
ჭდე: ვანო კარკაძე
აფრასიძემ დაიწყო, კარკაძემ დაასრულა
რაღა თქმა უნდა, გასულ უქმეებზე რაგბის ქართველ ქომაგთა მთავარ ინტერესს ტოპ 14-ის მეორე ტურის ის მატჩი იზიდავდა, რომელშიც ერთბაშად 6 ჩვენებურს უნდა ეთამაშა. საუბარია „მონპელიესა“ და „ბრივის“ შეხვედრაზე. მოლოდინმა მხოლოდ იმ თვალსაზრისით გაამართლა, რომ ქართველებმა ჩინებულად ითამაშეს და თავიც გამოიჩნეს, თორემ დიდი ბრძოლა არ შედგა – მონპელიელებმა იოლად, 39:17 იმარჯვეს. თამაში კი ქართული ლელოებით დაიწყო...
ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...
აკა-შოუ ქუთაისში
ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ასე როდის ისიამოვნა რაგბის ქართველმა გულშემატკივარმა ბორჯღალოსნების თამაშით. ქუთაისში სწორედ ასე მოხდა. პირთამდე გავსებულ „აია არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა და 78:6 მოუგო, პუბლიკას 12 ერთი მეორეზე ეფექტური ლელო აჩუქა და რაც მთავარია, ლაღი, შემტევი და ლამაზი რაგბი ითამაშა – ზუსტად ისეთი, როგორიც ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას შეეფერება, ვის სახელსაც ქუთაისური...
7 ქართული ლელო ევროთასებზე
არნახულად ბარაქიანი უქმეები გამოუვიდათ ქართველ მორაგბე ლეგიონერებს. 7 ლელო! ასეთი შედეგი ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის რომელიმე ცალკეულ ტურში ან საშეჯიბრო დღეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობაა. ძირითადად ფრანგულ კლუბებში თავმოყრილ ქართველებს შორის არა მხოლოდ პირველხაზელი მორკინალები არიან, არამედ შუამარბებისა და გარემარბების გამოკლებით ყველა პოზიციის მოთამაშეა, რომლებიც თანდათან ეჩვევიან უმაღლეს დონეზე თამაშს და...




