ჭდე: ვანო კარკაძე

Home ვანო კარკაძე
და ისევ ბექა!
ჩანაწერი

და ისევ ბექა!

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფლანკერმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი სუპერმატჩი ჩაატარა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში ლელო გაიტანა და „მიდი ოლიმპიკის“ მიერ ტრადიციულად შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ტოპ 14 ამ ჯერზე საღინაძის „ლიონმა“ ვერ მოიგო, მაგრამ პარიზში, „სტად ფრანსესთან“ სრულიად არანორმალური მატჩის ფრედ დასრულება კი შეძლო. პირველ ტაიმში დედაქალაქელებმა 4 უპასუხო ლელო-გარდასახვა გაიტანეს და...

ვანო-ლელო
ჩანაწერი

ვანო-ლელო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ბრივის“ კვაჭმა ვანო კარკაძემ 16-თვიანი პაუზის შედეგ ლელოს გატანა მოახერხა. ტოპ 14 22 წლის პირველხაზელი ტოპ 14-ის მე-18 ტურის მატჩში 42-ე წუთზე ჩაერთო, მისი გუნდი მორიგ სენსაციას თანდათან უახლოვდებოდა, ამარცხებდა რა „ტულონს“. ჰოდა, თამაშის მიწურულს, 78 წუთზე, როცა მასპინძელმა ბრიველებმა ტულონელთა 5-მეტრა ხაზთან დერეფანი მოიგეს, ჩაშლილი მოლიდან ბურთი სწორედ კარკაძემ...

პრესტიჟის დამცველი ჟორჟი
ჩანაწერი

პრესტიჟის დამცველი ჟორჟი

ვიდრე ეროვნული გუნდი შემოდგომის ტესტების ეგიდით საერთაშორისო მატჩებისთვის არის შეკრებილი, საფრანგეთის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი, მე-10 ტური შედგა. ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, ქართველ ლეგიონერთა დიდი ნაწილი ნაკრებში გამოძახებული და შესაბამისად, გასულ ტურში ჩვენებურთა წარმომადგენლობა ერთობ მოკრძალებული აღმოჩნდა. 21 ქართველი ორივე ლიგის 15 მატჩში მართლაც ცოტაა… გამორჩეული თამაში კი პრო დ2-ის „ბეზიეს“ ქართველ ბურჯ ჟორჟი სალდაძეს გამოუვიდა....

ბექათა ლელო და სიმბოლური
ჩანაწერი

ბექათა ლელო და სიმბოლური

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში გამართული პირველი ტური საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. ისე მოხდა, რომ განსაკუთრებულად წარმაეტბული სტარტი ორ ბორჯღალოსან ბექას გამოუვიდა – „ტულონის“ მარჯვენა ბურჯმა გიგაშვილმა საუცხოოდ ჩაატარა თავისი წილი 1 საათი „ბაიონთან“ 40:25 მოგებულ შეხვედრაში და ჯილდოდ „მიდი ოლიმპიკის“ ტურის სიმბოლურის წევრობაც მიიღო; ხოლო „ლიონის“ ფლანკერმა საღინაძემ ბრივში 31:27...

გელა და მიშა
ჩანაწერი

გელა და მიშა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი ელიტური დივიზიონის 21-ე ტურმა ქართული ლელოების გარეშე კი ჩაიარა, მაგრამ ბევრმა ჩვენებურმა ჩინებული თამაში აჩვენა. ერთპიროვნული ლიდერი კი „მონპელიე“ გახდა, რომელმაც გასულ და იმისწინა უქმეებზე გადადებული მატჩები მოიგო და ეს სერია 21-ე ტურშიც გააგრძელა. გელა აფრასიძემ „მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში წყალწაღებული „ბიარუცის“ წინააღმდეგ 58 წუთი ითამაშა, მიშა ნარიაშვილი კი მატჩში ბოლო 12...

გაგიჟდნენ!
ჩანაწერი

გაგიჟდნენ!

უკეთესად ვერც დაახასიათებ მორაგბე ქართველ ლეგიონერთა ბოლოდროინდელ თამაშს. ჯერ იყო და, კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის პრო დ2-ში ლელო გაიტანა და თავის „ბაიონს“ ბონუსით მოაგებინა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონთა თასის და ჩელენჯ კაპის (რანგით მეორე სარაგბო საკლუბო ევროტურნირი) ჯერი დადგა და აი, იქ კი მოხდა რაც მოხდა! ისე გამოვიდა, რომ „ბრივმა“ ჩელენჯ კაპის (გამოწვევის თასის) მესამე ტურში...

ბონუსი
ჩანაწერი

ბონუსი

ქართველმა ვუნდერკინდმა დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავის მე-8 მატჩში ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო საფრანგეთის უძლიერეს სარაგბო ლიგაში. „პოსთან“ საშინაო მატჩის 44-ე წუთზე „ლიონმა“ მეტოქის 5-მეტრა ხაზთან თავისი შერკინება მოიგო, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და 19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა ბურთიანად ისეთი სიჩქარე განავითარა, მეურვეთა გამოკიდებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვაღა დარჩა. ეს იყო ლიონელთა მე-4 ლელო, რომელმაც...

ქება ბექათა !
ჩანაწერი

ქება ბექათა !

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელებმა ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურში თავი გამოიჩინეს და პირადი ანგარიში თითო გატანილ ლელოთი გაზარდეს. გორგაძემ თავის ახალ კლუბ „პოში“ სულაც სადებიუტო ლელო დადო. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ტულონთან“ საშინაო მატჩში 50-ე წუთზე ჩაერთო და ბასკთა ბოლო შეტევაში ანგარიში გაათანაბრა – 16:16. შერკინებიდან ბურთი თავად წაიღო, კინაღამ ლელო დადო,...

ბრივის არშემდგარი გმირობა
ჩანაწერი

ბრივის არშემდგარი გმირობა

შემოდგომის ტესტების მოთავების შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ტოპ 14-ის მორიგი უიქ-ენდი 14 ქართველი მორაგბის მონაწილეობით წარიმართა და მართალია, ქულა არც ერთ მათგანს დაუგროვებია, მაგრამ სტატისტის როლით თითქმის არავინ შემოფარგლულა. ლიდერი „ტულუზისა“ და „ბრივის“ მატჩი კი გამორჩეულად საინტერესო გამოდგა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პირველი ნახევრის...

22 ქართული ქულა
ჩანაწერი

22 ქართული ქულა

საფრანგეთის უძლიერესი სარაგბო ლიგის მორიგი ტური ერთობ ბარაქიანი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. ჩვენებურთა მონაგარმა 22 ქულა შეადგინა და 22-ვე ქულა ერთ მატჩში გაკეთდა. „კასტრმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და უაღრესად დრამატულ ბრძოლაში 23:22 დაამარცხა. 28-ე წუთზე მასპინძელთა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ჩვეულ სტილში, ბურთის რაქიდან ატაცებითა და მეტოქის ჩათვლის მოედანზე დამიწებით სეზონში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ამასობაში კი...