ვიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მოინდომა. მისი ამ სურვილის შესახებ, არჩევნებამდე 11 დღით ადრე შევიტყეთ. ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის კაცია და თითქოს რა გასაკვირი უნდა იყოს, ასეთი სურვილის გაჩენა. ქართული კალათბურთის უახლეს ისტორიაში ვიქტორის დამსახურებებზე კამათი უაზრობაა. მაგრამ აქ კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეზე არ ვლაპარაკობთ. ფედერაციის პრეზიდენტობა პოლიტიკოსმა ვიქტორ სანიკიძემ გადაწყვიტა – მმარათველი პარტიის რიგებიდან საქართველოს პარლამენტის...
ჭდე: გია ნემსაძე
დინამო ცხადაძეს ჩააბარეს
„დინამო“ თბილისი კახა ცხადაძემ ჩაიბარა. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება გიორგი ნემსაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მიიღო. ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, მაგრამ კლუბი უახლოეს პერიოდში პრესკონფერენციას გეგმავს და ყველა დეტალის გაჟღერებას იქ აპირებს. ცხადაძემ მწვრთნელობა ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაიწყო, როდესაც თბილისის „ლოკომოტივში“ მოთამაშე მწვრთნელი იყო. 2005 წელს თბილისის „დინამო“ გააჩემპიონა და...
ყველაფერი პირიქით
უცნაურად დაიწყო მე-15 ტური. ჩემპიონობის ორივე მთავარი მაძიებელი დამარცხდა: „ბათუმმა“ „ლოკომოტივთან“ წააგო, მოგვიანებით „დინამომ“ – „დილასთან“… „ლოკომოტივი“ ბოლო დრომდე საშინაო მატჩებს „დინამო არენაზე“ ატარებდა, ახლა კი ზედიზედ მეორე მატჩია სტუმრებს საგურამოს ბაზაზე მასპინძლობს და წარმატებითაც. წინა ტურში „სამტრედია“ 3:1 დაამარცხა, ახლა „ბათუმი“ – 2:1. რკინიგზელებმა მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგეს. მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დისკვალიფიცირებულია და...
ეროვნული ლიგა: ზიდანი, მალდინი, კაშია…
საინტერესოდ დაიწყო 33-ე ეროვნული. აი, პირველ ტურში დებიუტი ქუთაისელ ზიდანს ჰქონდა, ამჯერად საქართველოს ჩემპიონატში მალდინიც გამოჩნდა… ის „თელავის“ მარცხენა მცველია და „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მინდორზე 70-ე წუთზე გამოჩნდა ცოტნე კაპანაძის ნაცვლად. გამოვიდა და სამ წუთში მის შეცდომას გოლი მოჰყვა. ბურთს საკუთარ საჯარიმოში თანაგუნდელს აწოდებდა, გადაცემა მამია გავაშელშვილმა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა. პაბლო მალდინი...
სამჯერ დინამოელი, ნაღდი დინამოელი
თბილისის „დინამომ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – გიორგი ნემსაძე, რომელსაც ამავე გუნდში ფეხბურთელადაც უთამაშია და სპორტულ დირექტორადაც უმუშავია. ნემსაძე გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინა. ცნობილია კონტრაქტის ხანგრძლივობაც: 1+1. „ჩისკო მუნიოსს ვულოცავ „უოტფორდში“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნას და წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება ჩემს დანიშნვას, დამიჯერეთ, კარგად ვიცი რა ტრადიციების გუნდშიც ვარ. „დინამოს“ ხელმძღვანელობას ამ შემოთავაზებისთვის მადლობა...
ჩხეტიანს დილა ელის
მოკლედ, ასეთი ამბებია: თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მის ნაცვლად გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ. შედეგად, გორის „დილა“ უმწვრთნელოდ რჩება. ჰოდა, თავის მხრივ, გორელებიც საქმეს შეუდგნენ. „დილასთვის“ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად უმუშევარია და გორელებმაც მასთან აქტიური მოლაპარაკებები წამოიწყეს. მწვრთნელმა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მისი ტიტულების ნუსხა კი, რომელიც...
ნემსაძის ფაქტორი
ნაევროთასევს ეროვნულ ლიგაში ნაკლული, მე-12 ტური ჩატარდა. თუმცა, ახლა სანაკრებო პაუზა უწევს და შემდეგი სათამაშო დღეები უკვე 17-18 ოქტომბერს იქნება. ლიდერთა შეხვედრა, „დინამო“ – „საბურთალო“ სულაც 23 ოქტომბრისთვის გადაიდო. არადა, საინტერესო კი იქნებოდა „დინამოს“ ხილვა, ფარერელ მეცხვარეებთან 1:6-ის შემდეგ. გაურკვეველი ვითარებაა გორის „დილაში.“ მათმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ თითქოს წასვლა დააპირა. მიზეზს მოგვიანებით ვიტყვიო. კლუბის...
მზიანი დილა
ერთხელ კახა ცხადაძემ, როცა „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა, მისი გუნდი კი ჩემპიონშიფში გამოდიოდა, მითხრა – ქვედა ლიგაში თამაში უფრო რთულია, რადგან კლასი დაბალი აქვთ, ფიზიკურად კი პრემიერლიგელებს არ ჩამორჩებიან, ამიტომ სულ ფეხებში გირტყამენო. კვირას „დინამო“ – „დილას“ რომ ვუცქერდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სიტყვები გამახსენდა. ძალიან უხეშობდნენ ფეხბურთელები. მეორე ტაიმში მსაჯმა კვირიკაშვილმა ცხრაჯერ...
ერთპიროვნული დილა
გია ნემსაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ახლა კი, ცდილობს დაამტკიცოს, რომ მწვრთნელობაც კარგად შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, მისი „დილა“ ერთპიროვნული ლიდერია და კერკეტ „მერანთან“ ოთხი გოლის გატანაც ხუმრობა არ არის. საინტერესოა, რომ ნემსაძის ოპონენტი ამჯერად გიორგი დარასელია გახლდათ, რომელთანაც შიდაქართლური კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია დაკავშირებული. შესანიშნავ ფორმაშია გორელთა უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი. 5 ტურში...








