ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების მერვედფინალში ერთმანეთს ტურინის „იუვენტუსი“ და „პორტუ“ დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი „დრაგაოზე“ მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, საპასუხო შეხვედრის პირველი ტაიმიც პორტუგალიელებისა იყო და რა გასაკვირია, რომ შესვენებისას ტურინელები მთლად მშვიდად ვერ იყვნენ… გაცეცხლებული ყოფილა კრიშტიანუ რონალდუ. თურმე ყველას უყვიროდა და ახსენებდა მათ, რამდენად ცუდ ფეხბურთს თამაშობდნენ.
მოულოდნელად პორტუგალიელ ვარსკვლავს სიტყვა ხუან კუადრადრომ გააწყვეტინა და იქით შეუტია, არც შენ თამაშობ უნაკლოდო.
პორტუგალიელმა აღიარა, რომ არც ის იყო იდეალური. კამათმა კი ისეთი სახე მიიღო, მწვრთნელს სიტყვის „ჩაკვეხებაც“ გაუჭირდა. კუადრადოც კარგი კერკეტი ვიღაც გამოდგა.
საბოლოოდ მაინც ანდრეა პირლომ იყოჩაღა, ერთი მანაც იღრიალა და შეგირდები დააშოშმინა. შესაბამისი დავალებაც მისცა, რაც შესვენების შემდეგ მოედანზე გამოჩნდა.
თუ გახსოვთ, „იუვენტუსმა“ ძლიერად ითამაშა და გუნდმა ის შეხვედრა 3:2 მოიგო, თუმც იმ დროისთვის სტუმრად გატანილი გოლების წესი ისევ მოქმედი იყო და საბოლოოდ შემდეგ ეტაპზეც სერჟიუ კონსეისაუს შეგირდები გავიდნენ.
გასახდელში კრიშტიანუ რონალდუმ ძალიან განიცადა მარცხი და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა. ვერც ცრემლები შეიკავა, ახალი სეზონიდან კი მანჩესტერს გადაბარგდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
