Breaking News

კარლენ ასიეშვილი

51-კაციანი ქართველობა

სულ რამდენიმე დღეში, 25 აგვისტოს გაიმართება მატჩი „ბიარიცსა“ და „ოიონაქსს“ შორის და ამით დასაბამი მიეცემა 2022-2023 წლების სარაგბო სეზონს. ტრადიციულად, საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონი პრო დ2 სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე ოდნავ ადრე იწყება და რაგბის ქართველი ქომაგისთვის ეს უცხოური შეჯიბრება იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მასში ყველაზე მეტი ქართველი ლეგიონერი მონაწილეობს. ესეც უკვე ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. კარსმომდგარ სეზონში…

Read more

18 ქართული ლელო

ტოპ 14-ისგან განსხვავებით, საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში გასულ სეზონში 35-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. შედარებისთვის, ტოპ 14-ში 28 ჩვენებურის მონაწილეობა დაფიქსირდა. რეგულარული სეზონი ლაშა მაჭარაშვილის „მონ-დე-მარსანმა“ მოიგო, თუმცა, ტოპ 14-ში სულ სხვა კლუბი აღზევდა – კოტე მიქაუტაძის, ლაშა ჭელიძისა და ლადო ჩაჩანიძის „ბაიონი“, რომელმაც პლე-ოფი მოიგო და მთავარ ლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა….

Read more

ვაჟური ლელო

ვაჟა კაპანაძემ ბურთი რაქიდან აიტაცა და სტუმართა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ეს მოხდა „ბრესანისა“ და „აჟენის“ მატჩის 62-ე წუთზე და ქართველი ბურჯის ამ ლელომ მისი გუნდი ისე დააწინაურა, რომ მეტოქე ვეღარ დაეწია. 27 წლის კაპანაძემ პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა, მისმა „ბრესანმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 37:32. ვაჟა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აჟენელებს…

Read more

ნიორაძის მეექვსე ფრანგული

საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა….

Read more

ქართული პირველი ხაზი

პრო დ2-ის მე-7 ტურში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, მაგრამ ერთი-ორი საინტერესო მომენტი მაინც დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, „გრენობლის“ შემადგენლობაში „ბეზიესთან“ საშინაო მატჩის (19:21) დასკვნითი 17 წუთი მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი სრულად ქართველებისგან შედგებოდა, თანაც მთელი ეს დრო სტუმართა შორისაც იყო ერთი ჩვენებური პირველხაზელი ფორვარდი. ალპელთა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა იყო, ვისაც მე-15 წუთზე ტვინის…

Read more

ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით

ისე მოხდა, რომ მე-6 ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში ერთბაშად სამი გუნდი გალიდერდა. 23-23 ქულა „მონ-დე-მარსანს“, „კოლომიესა“ და „ბაიონს“ აქვთ. პირველი მათგანი აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა და ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში მონტუაზელები ოიონაში 19:36 დამარცხდნენ, მეტოქეს ბონუსიც დაუტოვეს, ხოლო მათი  ქართველი ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. 54-ე წუთზე შესულმა…

Read more

ლუკას ხუთიანები

პრო დ2-ის მე-5 ტურში ლიგის ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ ნარბონს ესტუმრა და მატჩის უკვე მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო. ეს იყო მე-5 ლელო 22 წლის ქართველი კვაჭის ფრანგულ კარიერაში. ასეთმა დასაწყისმა ორიაკელებს ფრთები შეასხა და სეზონში მეორე გამარჯვებით (30:26) მათ 9 ქულას მოუყარეს თავი. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა სამი გიორგიც იყო: ქართველიშვილმა 56 წუთი…

Read more

48 ქართველი

ხუთშაბათს, 26 აგვისტოს სტარტს საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ელიტური დივიზიონის – პრო დ2-ის 2021-2022 წლების რეგულარული სეზონი აიღებს. მარტივი მისახვედრია, თუ რატომაა ეს ტურნირი საინტერესო ჩვენთვის – მასში ხომ რამდენიმე ათეული ქართველი იასპარეზებს. ამ ლიგის მონაწილე 15 კლუბის მთავარ თუ ახალგაზრდულ გუნდში ჯამურად 48 ჩვენებურია დაკონტრაქტებული! მათ შორის – საქართველოს ეროვნული ნაკრების არაერთი როგორც ყოფილი,…

Read more

80-მდე ქართველი ფრანგულ სარაგბო ელიტაში

მორაგბეთა არდადეგები ხანმოკლეა და სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები უკვე ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ცხადია, ახალი ჩემპიონატისთვის სამზადისს საფრანგეთშიც შეუდგნენ, სადაც უამრავი ქართველი თამაშობს. მიმდინარე ზაფხულში ჩვენებურთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძირითადად — ახალგაზრდების ხარჯზე. მთლიანობაში კი ტოპ 14-ის კლუბთა მთავარ და ახალგაზრდულ კლუბებში დღეის მონაცემებით 33 ქართველი ირიცხება, პრო დ2-ში — 42. ამას დავუმატოთ მომდევნო ლიგები  —…

Read more

ქართველთა ფრანგული ამბები

საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და შაბათს პლეი-ოფის პირველი წრის მატჩები გაიმართება: „ოიონა“ „კოლომიეს“ უმაპინძლებს, ხოლო „ბიარიცი“ – „გრენობლს“. ყველა გუნდში ქართველები მოწინავე როლებზე არიან, ამიტომ ვგულშემატკივრობთ ოთხივეს. ამასობაში, პლეი-ოფს მიღმა დარჩენილმა კლუბებმა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობების გადახალისებას შესდგომიან. „რუანი“ გავარდნას რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა, არადა ამბიციები გიყვარდეს, ისეთი ჰქონდა. ეტყობა ამიტომაცაა, რომ საქართველოს ნაკრების…

Read more
No image

ქართველი საფრანგეთის ნაკრებში

ქართველი ფეხბურთელი, კალათბურთელი თუ მორაგბე ევროპულ კლუბებში – არცთუ იშვიათი მოვლენაა. მაგრამ გაგიკვირდებათ და, ევროპაში ქართველი… თქვენ წარმოიდგინეთ, ჰოკეისტიც არსებობს! ფლორიან შაკიაშვილი საფრანგეთის ჰოკეისტთა ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ალპების მაღალთიანეთში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბრიანსონში დაბადებულ-გაზრდილი ჭაბუკი ისევე, როგორც მისი თანატოლი თანაქალაქელი ბიჭების დიდი უმრავლესობა, ყინულის ჰოკეიმ გაიტაცა და თანდათან გამოჩნდა,…

Read more

ასიეშვილი რუანში წავიდა

საქართველოს ნაკრების ბურჯი კარლენ ასიეშვილი კარიერას პრო დ2-ის „რუანში“ გააგრძელებს. 33 წლის ბურჯმა, რომელსაც „ორტეზსა“ და „ორიაკში“ უთამაშია, „ბრივში“ 7 სეზონი გაატარა, თუმცა წლეულს მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს. 2008-2019 წლებში ასიეშვილს ნაკრების კვართით 35-ჯერ უთამაშია და 6 ლელო გაიტანა. ის 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. „რუანში“ მას საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე დახვდება.

Read more

ლობჟანიძემ ლელო ტოპ 14-შიც დადო

საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-15 ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა. „ბორდომ“ თავის მთავარ კონკურენტ „ლიონს“ კომფორტულად, 37:19 სძლია, ბონუსიანად 5 ქულა გამოიმუშავა და ცხრილის კენწეროში მოექცა. ახალგამომცხვარი ლიდერის შემადგენლობაში ამჯერად მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა: ლექსო ყაულაშვილი მინდორზე 49-ე წუთზე გავიდა, მაგრამ 25 წუთში თამაშიდან ტრავმის გამო გამოვიდა. საპლეიოფო ექვსეულში იმყოფება „ტულონი“, რომელმაც „ბრივი“ 34:17 დაამარცხა. ტულონელთა შორის…

Read more

რატომ ვერ მივაწექით?

შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა. დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14…

Read more

ასიეშვილმა ტულონი დაალელოვა 🎥

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში „ტულონმა“ „ბრივს“ უმასპინძლა და 41:24 დაამარცხა. მამუკა გორგოძემ ტულონელთა შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად და ჩვეულ, უმაღლეს დონეზე ითამაშა. სტუმართა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში კი კარლენ ასიეშვილი იყო. 32-ე წუთზე ასიეშვილს ტულონელ ოპონენტ ვან დერ მერვესთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ორივე გაასინბინეს. მეორე ტაიმში კი, 57-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების მარცხენა…

Read more