2023/2024 წლების სეზონი ქართველი მორაგბეებისთვის საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა: ტოპ 14-ში „ვანი“ აღზევდა, რომლის შემადგენლობაში ქართველს უკვე მრავალი წელია არ უთამაშია. აღზევების შანსი ქართველებით სავსე „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ჯერ „ვანთან“ წააგეს ლიგის ფინალი, შემდეგ კი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან „მონპელიესთან“ დათმეს გადასასვლელი პლეი-ოფი. ამასთან, ნასიონალ 1-ში სოსო ბეკოშვილისა და ლუკა აზარიაშვილის „რუანი“ დაქვეითდა და მის...
ჭდე: სოსო ბეკოშვილი
ჯავახიას მეორე
ვიდრე წამყვან სარაგბო ჩემპიონატებში ე.წ. სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული, საფრანგეთის რანგით მეორე, მაგრამ არცთუ ხელწამოსაკრავ პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-20 ტური გაიმართა. ნაკრებში გაწვეულთა არყოფნაში ქართული წარმომადგენლობა ერთობ მოკრძალებული გახლდათ – მხოლოდ 12-მა ჩვენებურმა მიიღო გასულ ტურში მონაწილეობა. ამ დუჟინიდან საუკეთესო პირადი შედეგი „ორიაკის“ მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ დააფიქსირა. 26 წლის მძლავრმა ფორვარდმა „კარკასონთან“ შეხვედრის 30-ე წუთზე...
ევროთასები და ზუზუს ლელო
გასულ უქმეებზე ევროპული რაგბი სათასო ტურნირებმა მოიცვა. ჩემპიონთა თასზე ხუთმა ქართველმა ითამაშა. „ლა როშელი“ ბორდოს ესტუმრა და 31:12 მოიგო. გამარჯვებულთა შორის ბოლო 16 წუთი გურამ პაპიძემ ითამაშა. პარიზში საფრანგეთის დედაქალაქის დერბი შედგა რომელშიც მასპინძლის როლში მყოფმა „სტად ფრანსემ“ „რასინგ-92“-თან 9:22 დამარცხდა. პირველის შემადგენლობაში მე-60 წუთზე ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე გამოჩნდნენ, ხოლო მეორეს სასტარტოში გურამ...
გელა და მიშა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი ელიტური დივიზიონის 21-ე ტურმა ქართული ლელოების გარეშე კი ჩაიარა, მაგრამ ბევრმა ჩვენებურმა ჩინებული თამაში აჩვენა. ერთპიროვნული ლიდერი კი „მონპელიე“ გახდა, რომელმაც გასულ და იმისწინა უქმეებზე გადადებული მატჩები მოიგო და ეს სერია 21-ე ტურშიც გააგრძელა. გელა აფრასიძემ „მონპელიეს“ სასტარტო შემადგენლობაში წყალწაღებული „ბიარუცის“ წინააღმდეგ 58 წუთი ითამაშა, მიშა ნარიაშვილი კი მატჩში ბოლო 12...
ლელო, ლელო, უკრაინა…
საფრანგეთში ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები ნაკლებად ეფექტური იმიტომ გამოვიდა, რომ რუსეთთან გაუქმებული მატჩიდან გათავისუფლებულ ბორჯღალოსანთა უმრავლესობამ საკლუბო მატჩები გამოტოვა. ჰოდა, ტოპ 14-ში მხოლოდ 10-მა ჩვენებურმა იასპარეზა, პრო დ2-ში – 13-მა… საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში ლიდერი კვლავაც „ბორდო“ გახლავთ, რომელმაც ნაკრებებში მივლენილი ხალხისგან დაცლილ მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ ომი 11:12 დათმო. ლექსო ყაულაშვილმა „ღვინისფერთა“ რიგებში ბოლო 15...
მორაგბე ლეგიონის ევროპა
გასული უქმეები ქართველი მორაგბეებისთვის წარმატებული უფრო გუნდური თვალსაზრისით იყო, ვიდრე მათი ინდივიდუალური მიღწევების მხრივ. ევროპის ჩემპიონთა თასზე მხოლოდ ორმა ჩვენებურმა ითამაშა. ჯერ იყო და, გურამ პაპიძის „ლა როშელმა“ შოტლანდიაში მრისხანე „გლაზგო უორიორზს“ 38:30 ერთობ სენსაციურად მოუგო და ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი ქართველმა ბურჯმაც შეიტანა. პაპიძე შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა და თავის გუნდს დიდი უპირატესობის შენარჩუნებაში...
ბონუსი
ქართველმა ვუნდერკინდმა დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავის მე-8 მატჩში ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო საფრანგეთის უძლიერეს სარაგბო ლიგაში. „პოსთან“ საშინაო მატჩის 44-ე წუთზე „ლიონმა“ მეტოქის 5-მეტრა ხაზთან თავისი შერკინება მოიგო, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და 19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა ბურთიანად ისეთი სიჩქარე განავითარა, მეურვეთა გამოკიდებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვაღა დარჩა. ეს იყო ლიონელთა მე-4 ლელო, რომელმაც...
ლობჟანიძე, ჯალაღონია, გორგაძე…
ქართველმა მორაგბეებმა 2022 წელი ძალიან ენერგიულად და წარმატებულად დაიწყეს. საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარი ლიგა არ ისვენებს და აქ მორიგი ტურები ყოველ უქმეებზე სტაბილურად ტარდება. ჰოდა, თუკი გასული წელი ქართული ლეგიონისთვის მაჟორულად დაიხურა, როცა კასტრელმა ლევან ჩილაჩავამ ლელო დადო და თავის გუნდს მოაგებინა, ახალი წელი საფრანგეთში მოთამაშე ბორჯღალოსნებმა ორმაგად მაჟორულად გახსნეს. ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14-ში 48-ე მატჩი...
ბრივის არშემდგარი გმირობა
შემოდგომის ტესტების მოთავების შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ტოპ 14-ის მორიგი უიქ-ენდი 14 ქართველი მორაგბის მონაწილეობით წარიმართა და მართალია, ქულა არც ერთ მათგანს დაუგროვებია, მაგრამ სტატისტის როლით თითქმის არავინ შემოფარგლულა. ლიდერი „ტულუზისა“ და „ბრივის“ მატჩი კი გამორჩეულად საინტერესო გამოდგა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პირველი ნახევრის...
სოსო ბეკოშვილი – ტურის სიმბოლურში!
მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პერიოდის გამო ფრანგულ კლუბებში ქართველ ლეგიონერთა რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, ტოპ 14-ის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთი ჩვენებური მაინც მოხვდა. ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ წინა უქმეების სიმბოლურ გუნდში „ბრივის“ მარჯვენა ბურჯი სოსო ბეკოშვილი შეიყვანა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მორკინალი ლუკა ჯაფარიძის არყოფნის პირობებში ბრიველთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და თავისი შანსი ხელდან...









