სანაკრებო პერიოდის გათვალისწინებით, წამყვან მოთამაშეთა დეფიციტი საფრანგეთის ტოპ 14-შიც აღინიშნა. ამის გამო იყო, რომ მე-10 ტურში მხოლოდ 7-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. „ლა როშელმა“ აწ უკვე ყოფილი ლიდერი „ბორდო“ მარტივად – 26:3 დაამარცხა, რომლის სასტარტო შემადგენლობაშიც ლექსო ყაულაშვილი იყო. ქართველმა ბურჯმა 45-ე წუთამდე ითამაშა. „პომ“ „ბიარიცი“ 33:21 დაამარცხა. სტუმრებში გიორგი ნუცუბიძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა, ხოლო...
ჭდე: სოსო ბეკოშვილი
რიგითი ტური ტოპ 14-ში
ტოპ 14-ის მე-5 ტურში 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, არადა განაცხადებში ერთით მეტი ჩვენებური იყო. საქმე ისაა, რომ „ლიონის“ დამრიგებელმა პიერ მინიონიმ ვერ გარისკა ნორჩი დავით ნინიაშვილის ჩართვა „ბორდოსთან“ ურთულეს საშინაო მატჩში, რომელიც მაპინძელმა ლიონელებმა საბოლოოდ მაინც დათმეს (15:20) და ბონუს-ქულასღა დასჯერდნენ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი იყო, რომელმაც 58 წუთი ითამაშა. „ბრივმა“ აუტსაიდერ „სტად...
ქართველთა იმედისმომცემი სტარტი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ტოპ 14-ის 2021-2022 წლების სეზონი ქართველთათვის ერთობ დამაიმედებლად დაიწყო. სასტარტო ტურის 7 მატჩში ჩვენი ნაკრების 16-მა ყოფილმა, მოქმედმა თუ მომავალმა წევრმა მიიღო მონაწილეობა! ეს კი არა, ამ 16-დან ცხრა კაცი თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ამათგან სამმა სულაც შეუცვლელად ითამაშა! ჰოდა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ყველა ზემოთმოყვანილი რიცხვი სარეკორდო და უპრეცედენტოა ქართული სარაგბო...
ვიდრე ფანჯარა დაიხურება…
სარაგბო საფრანგეთში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს დაიხურება და ტოპ 14-ის კლუბები გამალებით ცდილობენ 2021-2022 წლების სეზონისთვის შემადგენლობები ბალასტისგან, ანუ უსარგებლო მოთამაშეებისგან გაათავისუფლონ და სასრუველი ხალხით გაძლიერდნენ. ქართველი მორაგბეები ორივე კატეგორიაში აღმოჩნდნენ. ჯერ იყო და 29 წლის ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ აწ უკვე პრო დ2-ში გავარდნილ „ბაიონთან“ ადრე გაცხადებულ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო მისი...



