Breaking News

ჟორჟი სალდაძე

37 ქართველის 31 ლელო

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2 „ოიონაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მომდევნო სეზონს ტოპ 14-ში გაატარებს. აღზევების შანსი „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „პერპინიანს“ გადასასვლელ მატჩში ვერ აჯობეს. პრო დ2-დან ნასიონალ 1-ში „კარკასონი“ და „მასი“ დაქვეითდნენ და მათ ადგილებს „ვალანს რომანი“ და „დაქსი“ დაიკავებენ. როგორც ყოველთვის, პრო დ2-ის გასულ სეზონშიც შეინიშნებოდა ქათველთა სიმრავლე….

Read more

პრესტიჟის დამცველი ჟორჟი

ვიდრე ეროვნული გუნდი შემოდგომის ტესტების ეგიდით საერთაშორისო მატჩებისთვის არის შეკრებილი, საფრანგეთის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი, მე-10 ტური შედგა. ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, ქართველ ლეგიონერთა დიდი ნაწილი ნაკრებში გამოძახებული და შესაბამისად, გასულ ტურში ჩვენებურთა წარმომადგენლობა ერთობ მოკრძალებული აღმოჩნდა. 21 ქართველი ორივე ლიგის 15 მატჩში მართლაც ცოტაა… გამორჩეული თამაში კი პრო დ2-ის „ბეზიეს“ ქართველ ბურჯ ჟორჟი სალდაძეს გამოუვიდა….

Read more

ჟვანია სათავეში

პრო დ2-ის მე-5 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. თავი ლელოთი ან სხვა შედეგიანი მოქმედებით არცერთს გამოუჩენია, თუმც ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა და შედეგად ახალი ლიდერიც გამოკვეთა. ზურა ჟვანიას „გრენობლმა“ მრავალქართველიან „ორიაკს“ უმასპინძლა და 17:9 დაამარცხა. ვეტერანი ბურჯი თამაშში 43-ე წუთზე გასინბინებული თანაამპლუელის ნაცვლად 10 წუთით ჩაერთო, 62-ეზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. გიორგი ქართველიშვილი სტუმართა…

Read more

ვეტერანის ძალა

ბექა შეყლაშვილმა, „კოლომიეს“ 35 წლის ბურჯმა, თავის მრავალწლიან ფრანგულ კარიერაში მე-10 ლელო მიითვალა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა პირველხაზელი (5 მატჩი ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში) ამ ქვეყანაში მე-13 სეზონს ატარებს, ხოლო საკუთრივ „კოლომიეში“ 2017 წლიდან გამოდის, გასულ ტურში კი მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლელო დადო. პრო დ2-ის მე-19 ტურში „კოლომიე“ რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ „ოიონაქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრის…

Read more

მხოლოდ 12 ქართველი…

საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში მე-13 ტური გაიმართა, რომელიც თავისი დაძაბულობით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. რვიდან ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ბონუსის მონადირება მხოლოდ ლიდერმა „მონ-დე-მარსანმა“ მოახერხა, რომელმაც „პროვანსს“ 32:15 აჯობა. ამ ლიგისადმი ჩვენი ინტერესი კი მასში მოასპარეზე ქართველების სიმრავლით აიხსნება, თუმცა, გასულ ტურში ქართული ლეგიონი ერთობ მოკრძალებული იყო – ხუთშაბათსა და პარასკევს მხოლოდ…

Read more

ნიორაძის მეექვსე ფრანგული

საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა….

Read more