საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა....
ჭდე: ზაურ თევდორაშვილი
ცუცქირიძის ფრანგული ლელო
პრო დ2-ის მეორე ტურში პირველი ქართული ლელო დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებისა და „ორიაკის“ მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ძლიერი მეტოქე, ბასკური „ბაიონი“ გაწითლებულ დროში დაალელოვა. თუმცა გიოს ეს გაბრწყინება ერთობ დაგვიანებული გამოდგა — მისმა გუნდმა 20:28 წააგო და სანუგეშო ბონუსსაც ვერ შეწვდა. ცუცქირიძემ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ტრადიციულად შეტევაში აქტიური და დაცვაში ხისტი იყო, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, რის გამოც...
ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა
საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...
გოგინავას ლელომ აუტსაიდერს ვერ უშველა
საფრანგეთის პრო დ2-ის 26-ე ტურში ლუკა გოგინავამ სეზონში თავისი მეორე ლელო გაიტანა. მისი, შალვა სუთიაშვულისა და ზაურ თევდორაშვილის „ანგულემმა“ „მონტობანს“ უმასპინძლა და 31:32 დამარცხდა, რამაც მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა მოუტანა. „ანგულემი“ ცხრილის ფსკერზეა და სამშვიდობო ზონას მთელი 8 ქულით ჩამორჩება, რაც გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე საკმაოდ დიდ დეფიციტად უნდა მივიჩნიოთ. რაც შეეხება გოგინავას,...



