მარსელის მრავლისმნახველ „ველოდრომს“ რა გააკვირვებდა – ამ დიდებულ და ისტორიულ არენაზე უამრავი დაუვიწყარი საფეხბურთო სპექტაკლი დადგმულა და მის გაზონზე ფეხი მრავალ საფეხბურთო ვარსკვლავს დაუდგამს. პარასკევის გვიან საღამოს კი „ველოდრომმა“ ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირის ფინალს უმასპინძლა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარგალიტად აღიარებულ საუცხოო სტადიონზე ამჯერად ფეერიული სარაგბო სპექტაკლი დაიდგა. ჯერ ერთი, საკუთრივ თამაში გამოდგა ძალიან საინტერესო...
ჭდე: ტულონი
გიგაშვილის მეორე სიმბოლური
საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ტულონის“ მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი შეიყვანა. საქართველოს ნაკრებთან ერთად გიგაშვილმა ჯერ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ ფიჯის დაუპირისპირდა, ერთ კვირაში კი თავის „ტულონს“ „ლიონთან“ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ცნობისთვის, 29 წლის გიგაშვილისთვის ეს მეორე ასეთი აღიარებაა. პირველად ის რჩეულთა თხუთმეტეულში სასტარტო...
ქართველი ბურჯებისა ამბები
ლევან ჩილაჩავა ამიერიდან „კასტრში“ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა „მონპელიეში“ თავის მესამე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა 6 ტოპ 14-ში და ერთიც ევროთასზე, ხოლო 20 თებერვალს აჟენში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მონპელიელთა განაცხადში არ გამოჩენილა. უკვე მაშინ გავრცელდა ხმები, რომ 29 წლის ქართველი ვარსკვლავი კარიერას „კასტრში“ გააგრძელებდა, სულ ახლახან კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა....
დუდუ ქუბრიაშვილი – ჯერ გასინჯე, მერე განსაჯე
34 წლის ექს-ბორჯღალოსანი გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონ „პერპინიანს“ შეუერთდა და იმედოვნებს, რომ ფრანგული კატალონიის ქალაქის გუნდთან ერთად ტოპ 14-ში დაბრუნებას შეძლებს. მით უფრო, რომ წლის ბოლომდე გაფორმებული კონტრაქტი პერპინიანელებმა ვეტერან ვარსკვლავს 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს. დავით (დუდუ) ქუბრიაშვილს საქართველოს ნაკრებში 50-მდე მატჩი აქვს ჩატარებული, ის მსოფლიო 2011 წლის თასის მონაწილეა, ხოლო სახელოვანი ბრიტანული...
ბექა, ლელო, კლერმონი…
საფრანგეთის ტოპ 14-ის გასული ტური ტულონის „სტად მაიოლზე“ დასრულდა, სადაც ადგილობრივმა სარაგბო კლუბმა „კლერმონს“ უმასპინძლა. „ტულონის“ მწვრთნელებმა თავისი ქართველი ვეტერანი მამუკა გორგოძე დაასვენეს, ხოლო კლერმონელთა დამრიგებლებმა არ ათამაშეს თავისი ლეგენდა – ასევე ვეტერანი დავით ზირაქაშვილი. თუმცა მატჩს ქართველთა გარეშე მაინც არ ჩაუვლია და ერთ-ერთმა ლელოს გატანაც მოახერხა. ტულონელმა ბექა გიგაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და...
ქართველები ტოპში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგება, მანამდე კი მისი კანდიდატები და სხვა ქართველი მორაგბეები შვებულებაში არიან, ისვენებენ და საკლუბო საქმეებს აგვარებენ. ამასობაში უამრავი ტრანსფერი გაკეთდა, რომელთაგან ერთ-ერთი აშკარად გამოირჩევა. ბექა გიგაშვილის ფრანგული კარიერა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. რუსეთის ჩემპიონატიდან საფრანგეთის ფედერალ 1-ში გადასულმა არცთუ ნორჩმა ბურჯმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და პრო D2-ის „გრენობლს“...





