1990 წლის შემდეგ ალექსანდრ ზვერევი პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებს აჯობა. გერმანელმა ნახევარფინალში პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში – მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი.
გადამწყვეტ მატჩში ზვერევმა თითო სეტში თითო ბრეკ პოინტი გამოყენა და 6:4; 6:4 მარტივად იმარჯვა.
წლის შემაჯამებელი ტურნირი გერმანელმა მეორედ მოიგო. პირველად იგივე წარმატებას 2018 წელს მიაღწია. ამ მხრივ რეკორდსმენი შვეიცარიელი როჯერ ფედერერია – 6 ტიტული. შემდეგ მოდიან: ჩეხი ივან ლენდლი, ამერიკელი პიტ სამპრასი, ჯოკოვიჩი 5-5 მოგება; რუმინელ ილიე ნასტასე – 4; ჯონ მაკინროი (აშშ), ბორის ბეკერი (გერმანია) – 3-3, ბიორნ ბორგი (შვედეთი), ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრალია), ზვერევი – 2-2.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
