ფიფაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ევროპის ზონიდან გამსვლელი ნახევარფინალური და ფინალური ფლეი ოფების წილისყრა.
შედეგად ერთი ძალიან საინტერესო რამ გაირკვა. ყატარში ან ევროპის ჩემპიონი იტალია არ იქნება ანაც, ევროპის წინა ჩემპიონი პორტუგალია. მსოფლიო 2022 წელს ან ერთ გრანდს მოისაკლისებს, ან – მეორეს. ფლეი ოფის ნახევარფინალებში ამათ თუ იმარჯვეს, ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.
აუცილებლად სათქმელია, რომ იტალიის ნაკრები არ იყო რუსეთის მონდიალზე, რომელიც 2018 წელს გაიმართა.
ფლეი ოფის შეხვედრები მარტის ბოლოს გაიმართება. ორივე რაუნდი, სამი ნახევარფინალი და სამი ფინალი თითომატჩიანი იქნება.

ნახევარფინალებში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
უელსი – ავსტრია vs შოტლანდია – უკრაინა
რუსეთი – პოლონეთი vs შვედეთი – ჩეხეთი
პორტუგალია – თურქეთი vs იტალია – მაკედონია
(პირველი წყვილის მოგებული ფინალში იქნება მასპინძელი)
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/07/2026 | 16:52პსჟ როდრის, როდრი – რეალს…
მთავარი ამბავი05/07/2026 | 22:39გამოუშვით ესპანეთი
მთავარი ამბავი22/06/2026 | 23:40დიდებული!
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
