ჭდე: გიორგი ქართველიშვილი

Home გიორგი ქართველიშვილი
37 ქართველის 31 ლელო
ჩანაწერი

37 ქართველის 31 ლელო

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2 „ოიონაქსის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მომდევნო სეზონს ტოპ 14-ში გაატარებს. აღზევების შანსი „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „პერპინიანს“ გადასასვლელ მატჩში ვერ აჯობეს. პრო დ2-დან ნასიონალ 1-ში „კარკასონი“ და „მასი“ დაქვეითდნენ და მათ ადგილებს „ვალანს რომანი“ და „დაქსი“ დაიკავებენ. როგორც ყოველთვის, პრო დ2-ის გასულ სეზონშიც შეინიშნებოდა ქათველთა სიმრავლე....

ჯალაღონიასა და ალანიას სუპერლელოები
ჩანაწერი

ჯალაღონიასა და ალანიას სუპერლელოები

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დივიზიონ პრო დ2-ის მე-6 ტურმა 2 ქართული ლელო მოგვიტანა. ორივე ბორჯღალოსნების ანგარიშზეა და ორივე მეტად ეფექტური გამოვიდა. საქართველოს ნაკრებისა და „ბიარიცის“ მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ სეზონში თავისი პირველი ლელო „მონტობანთან“ გასვლაზე 46:32 მოგებულ მატჩში გაიტანა. შეხვედრის 23-ე წუთზე თორნიკემ ბურთი შერკინებიდან გამოიტანა და 8 ნომრის საუკეთესო ტრადიციებში რამდენიმე მეტოქის ბოჭვებს თავი ცრუმოძრაობებითა და...

ორი ლელო ორიაკისგან
ჩანაწერი

ორი ლელო ორიაკისგან

საფრანგეთის სარაგბო ლიგა პრო დ2-ში ტური არ გავა ისე, რომ ქართველებმა ლელო არ გაიტანონ. პირველ ტურში თავი „ორიაკის“ ბორჯღალოსანმა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ გამოიჩინა, ერთი კვირის წინ იგივე კლუბის უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ დადო ლელო, ხოლო გასულ ტურში კვლავ „ორიაკის“ შემადგენლობაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა დაამიწა ბურთი მეტოქე „მასის“ ჩათვლის მოედანზე. „ორიაკმა“ 36:29 მოიგო და შეხვედრის 49-ე წუთზე...

თედოს გარდასახვის ამარა
ჩანაწერი

თედოს გარდასახვის ამარა

პრო დ2-ის მეორე ტურის შემდეგ ლიგას ერთობ მოულოდნელი ლიდერი ჰყავს: „რუანმა“ „კოლომიეს“ 22:10 მოუგო და 8 ქულით ცხრილის მწვერვალზე დადგა. ამდენივე ქულა, ოღონდ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით, „გრენობლსაც“ აქვს, რომელმაც „აჟენს“ სტუმრად 16:11 მოუგო და ამ გამარჯვებაში 52-წუთიანი დომინანტური თამაშით წვლილი ზურა ჟვანიამაც შეიტანა. მესამე-მეოთხე ადგილებზე 6-6 ქულით „ოიონაქსი“ და „მონ-დე-მარსანი“ დაფუძნდნენ. პირველმა დიდი ანგარიშით –...

ნიორაძის მეექვსე ფრანგული
ჩანაწერი

ნიორაძის მეექვსე ფრანგული

საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა....

ცუცქირიძის ფრანგული ლელო
ჩანაწერი

ცუცქირიძის ფრანგული ლელო

პრო დ2-ის მეორე ტურში პირველი ქართული ლელო დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებისა და „ორიაკის“ მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ძლიერი მეტოქე, ბასკური „ბაიონი“ გაწითლებულ დროში დაალელოვა. თუმცა გიოს ეს გაბრწყინება ერთობ დაგვიანებული გამოდგა — მისმა გუნდმა 20:28 წააგო და სანუგეშო ბონუსსაც ვერ შეწვდა. ცუცქირიძემ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ტრადიციულად შეტევაში აქტიური და დაცვაში ხისტი იყო, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, რის გამოც...

ჯალაღონია აღარ ხუმრობს
ჩანაწერი

ჯალაღონია აღარ ხუმრობს

საფრანგეთის პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის 28-ე ტურში თორნიკე ჯალაღონიამ „ორიაკთან“ საშინაო შეხვედრის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ მისმა „ბიარიცმა“ 28:26 იმარჯვა, რამაც ბასკურ კლუბს პლეი-ოფის პირველ წრეში მასპინძლის სტატუსი გაუნაღდა. მატჩში ერთბაშად შვიდმა (!) ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთაგან ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ორიაკელთა სასტარტოშიც ორი...

ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა
ჩანაწერი

ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა

საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...

ლუკა ნიორაძემ გაასამა!
ჩანაწერი

ლუკა ნიორაძემ გაასამა!

ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ ლუკა ნიორაძემ საფრანგეთის პრო დ2-ის 25-ე ტურში თავი გამოიჩინა. ლიგის ყველაზე ქართულმა კლუბმა – „ორიაკმა“ გათამაშების ლიდერ „პერპინიანს“ უმასპინძლა და ფრეს (27:27) მიაღწია, რაც უთუოდ წარმატებად უნდა ჩაეთვალოს. ჰოდა, მე-11 წუთზე მასპინძელთა 22 წლის ქართველმა კვაჭმა თანაგუნდელი ფორვარდების და მათ შორის გიორგი ქართველიშვილის ძალისმიერი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ეს იყო ლუკას მესამე ლელო...