ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ ლუკა ნიორაძემ საფრანგეთის პრო დ2-ის 25-ე ტურში თავი გამოიჩინა.
ლიგის ყველაზე ქართულმა კლუბმა – „ორიაკმა“ გათამაშების ლიდერ „პერპინიანს“ უმასპინძლა და ფრეს (27:27) მიაღწია, რაც უთუოდ წარმატებად უნდა ჩაეთვალოს. ჰოდა, მე-11 წუთზე მასპინძელთა 22 წლის ქართველმა კვაჭმა თანაგუნდელი ფორვარდების და მათ შორის გიორგი ქართველიშვილის ძალისმიერი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა.
ეს იყო ლუკას მესამე ლელო საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებულ მე-15 მატჩში. გარდა ამისა, ის რამდენჯერმე ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.
ნიორაძე საქართველოს U20 ნაკრების წევრი იყო და ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატშიც მიუღია მონაწილეობა. ხომ არ დადგა დრო, ბორჯღალოსნების ხელმძღვანელობამ ამ ნიჭიერ მოთამაშეს ყურადღება მიაქციოს? მით უმეტეს, რომ კვაჭის პოზიციაზე ნაკრებში უკლუბო ვეტერანები ასპარეზობენ…
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 14:01კაპიტნები, დებიუტანტები, ლელოები…
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 23:08შოკი შვანგირაძისგან
რაგბი05/09/2026 | 13:33ევროპის ტოპ-ლიგაში 42 ქართველია
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 20:22ტური 6 დებიუტით
