საფრანგეთის მეორე ელიტურ ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა და შაბათს პლეი-ოფის პირველი წრის მატჩები გაიმართება: „ოიონა“ „კოლომიეს“ უმაპინძლებს, ხოლო „ბიარიცი“ – „გრენობლს“. ყველა გუნდში ქართველები მოწინავე როლებზე არიან, ამიტომ ვგულშემატკივრობთ ოთხივეს. ამასობაში, პლეი-ოფს მიღმა დარჩენილმა კლუბებმა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობების გადახალისებას შესდგომიან. „რუანი“ გავარდნას რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა, არადა ამბიციები გიყვარდეს, ისეთი ჰქონდა. ეტყობა ამიტომაცაა, რომ საქართველოს ნაკრების...
ჭდე: ორიაკი
ჯალაღონია აღარ ხუმრობს
საფრანგეთის პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის 28-ე ტურში თორნიკე ჯალაღონიამ „ორიაკთან“ საშინაო შეხვედრის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ მისმა „ბიარიცმა“ 28:26 იმარჯვა, რამაც ბასკურ კლუბს პლეი-ოფის პირველ წრეში მასპინძლის სტატუსი გაუნაღდა. მატჩში ერთბაშად შვიდმა (!) ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთაგან ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ორიაკელთა სასტარტოშიც ორი...
ბექა საღინაძე – ლიონში 3 წლით
საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ „ლიონთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალი სეზონიდან ამ კლუბის ღირსებას დაიცავს. რაღა თქმა უნდა, ეს დიდი ნახტომია 22 წლის ბორჯღალოსნის კარიერაში, მაგრამ მის ამ წინსვლაში გასაკვირი არაფერია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საღინაძე საქართველოს ნაკრების შეუცვლელ მოთამაშედ კარგა ხნის წინ ჩამოყალიბდა, რაც შარშანდელ „შემოდგომის ერთა თასზეც“ დადასტურდა. საღინაძემ ტურნირი ძალზე სტაბილურად ჩაატარა,...
ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა
საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...
ლუკა ნიორაძემ გაასამა!
ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ ლუკა ნიორაძემ საფრანგეთის პრო დ2-ის 25-ე ტურში თავი გამოიჩინა. ლიგის ყველაზე ქართულმა კლუბმა – „ორიაკმა“ გათამაშების ლიდერ „პერპინიანს“ უმასპინძლა და ფრეს (27:27) მიაღწია, რაც უთუოდ წარმატებად უნდა ჩაეთვალოს. ჰოდა, მე-11 წუთზე მასპინძელთა 22 წლის ქართველმა კვაჭმა თანაგუნდელი ფორვარდების და მათ შორის გიორგი ქართველიშვილის ძალისმიერი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ეს იყო ლუკას მესამე ლელო...
ასიეშვილი რუანში წავიდა
საქართველოს ნაკრების ბურჯი კარლენ ასიეშვილი კარიერას პრო დ2-ის „რუანში“ გააგრძელებს. 33 წლის ბურჯმა, რომელსაც „ორტეზსა“ და „ორიაკში“ უთამაშია, „ბრივში“ 7 სეზონი გაატარა, თუმცა წლეულს მას კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივეს. 2008-2019 წლებში ასიეშვილს ნაკრების კვართით 35-ჯერ უთამაშია და 6 ლელო გაიტანა. ის 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა. „რუანში“ მას საქართველოს ნაკრების უკანახაზელი თამაზ მჭედლიძე დახვდება.





