მოსკოვის „სპარტაკის“ მწვრთნელს სასაცილო რეაქცია ჰქონდა როდესაც ლუჩანო სპალეტიმ მას ხელი არ ჩამოართვა. ევროპა ლიგის მე-5 ტურში „ნაპოლი“ „სპარტაკს“ მოსკოვში დაუპირისპირდა. რუსებმა 2:1 მოიგეს. საინტერესო ამბავი მოხდა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ. თამაშის ბოლოს „სპარტაკის“ მწვრთნელი რუი ვიტორია ნაპოლის თავკაცისკენ ხელის ჩამოსართმებად წავიდა, თუმც ლუჩანო სპალეტიმ შორიდანვე ანიშნა, ტყუილად ნუ ირჯებიო და გვირაბისკენ გაემართა. სპალეტის ამ...
