თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე ზედიზედ მე-10 მატჩი წააგო და ცხრილის ფსკერზე უქულოდ არის. 23 თებერვალს დინამოელებმა სერბულ „რადნიჩკის“ უმასპინძლეს და 13:17 დამარცხდნენ. სერბებმა მასპინძლებს პირველივე მეოთხედში აგრძნობინეს, რომ საქართველოს დედაქალაქში მოსაგებად იყვნენ ჩამოსულნი – „რადნიჩკიმ“ მეოთხედი 6:3 მოიგო. ასეთი სხვაობის აღმოფხვრა კი, ისეთი დონის გუნდებში, როგორც „ოლიმპიკის“ აუზში იყვნენ, საკმაოდ რთულია. სიტუაცია არც…
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იგემა. ჩვენი გუნდი ამჯერად შინ, ჯგუფის ლიდერ იტალიურ „ბრეშას“ დაუხვდა და 11:19 წააგო. იტალიური გუნდი ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ იოლად მოიგო. თუმცა, რიგ მომენტებში „დინამომ“ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. მართალია, ოთხივე მეოთხედი „ბრეშამ“ მოიგო, მაგრამ განსაკუთრებული უპირატესობა არცერთში არ ჰქონია. მარტივად,…
ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ეტაპზე თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ამჯერად იტალიურ „ბრეშასთან“ წააგო – 6:14. წყვილის ფავორიტი „ბრეშა“ იყო და წინა მატჩების ფონზე, არც არაფრის მოლოდინი გვქონდა. ასე მოხდა – იტალიელები მეორე მეოთხედის დასაწყისშივე 5:1 დაწინაურდნენ. აქ თითქოს გაიბრძოლა დინამომ და სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა. თუმცა, სულ…
იტალური „ატალანტა“ ძალიან მაგარ ფორმაშია და ასეთივე ფეხბურთს თამაშობს. ჯან პიერო გასპერინის გუნდს კარანტინის შემდეგ წაგება არ აქვს – რვა შეხვედრიდან შვიდი მოიგო და მხოლოდ ტურინის „იუვენტუსთან“ (2:2) ითამაშა ფრედ. აღსანიშნავია, რომ ტურინელებისგან ორივე გოლი პენალტით გაუშვა. ბოლოს ბერგამოელებმა სერია A-ს აუტსაიდერი „ბრეშა“ გაანადგურეს – 6:2. მიმდინარე ჩემპიონატში „ატალანტას“ უკვე 93 გოლი აქვს გატანილი. XXI-ე…
იტალიური „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო ქუჩაში ორ მძარცველს შეება, რომლებიც მისთვის საათის წართმევას ცდილობდნენ. 63 წლის იტალიელი ბელგიის ქალაქ პადენგეში იმყოფებოდა, სადაც ახლახან სახლი შეიძინა. ჩელინოს სახლის მახლობლად მდებარე სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, პრეზიდენტს ორი მძრცველი დაესხა თავს და ძალიან უხეშად მოსთხოვეს ოქროს საათი. მასიმომ მძარცველები ჩხუბით მოიგერია, მაგრამ მცირე დაზიანება თავადაც მიიღო, როდესაც სახით დაეტაკა საკუთარი…
ესეც კორონავირუსი და ცარიელი ტრიბუნები… გამაყრუებელ ხმაურში თამაშს მიჩვეულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ავიწყდებათ, რომ ცარიელ სტადიონებს საოცარი აკუსტიკა აქვთ. თითოეული გადაძახილი ტელემაყურებლამდე მიდის და არამხოლოდ. „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელ ჯუზეპე იაკინის და მცველ მარტინ კასერესს დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. სადისციპლინო კომისიამ ჩათვალა, რომ „ბრეშასთან“ 1:1 დასრულებული შეხვედრის მსვლელობისას მათ ემოციურ ნიადაგზე რამდენჯერმე მკრეხელური ფრაზები წამოიძახეს. ფრაზები გაშიფრულია, მაგრამ…
აგენტმა ფურიო ვალკარეჯიმ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელისთვის უკეთესი იქნება თუ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. „წინა სეზონში ბალოტელის კიდევ ჰქონდა შანსი, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება კარიერა დაასრულოს. მისმა აგენტმა რაიოლამ, პასუხისმგებლობის ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აიღოს და ეცადოს მარიოს დაეხმაროს. ამის მაგივრად ის ბალოტელის როგორც დიდ ჩემპიონს, ისე წამოადგენს და მერე ყველა გუნდი გაწბილებული რჩება მისით,“…
იტალიის ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა, მაგრამ იქაური მედია უკვე შესაძლო შეთქმულების თეორიაზე წერს. ამ თეორიის „ავტორი“ სერია B-ს ლიდერი „ბენევენტო“ გახლავთ. ცოტა შორიდან დავიწყოთ: იტალიაში შეჩერებული ჩემპიონატი განახლების პროცესშია. აპენინებზე, სხვა დიდ ევროპულ ქვეყნებზე მკაცრი რეგულაციებია – ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, კარანტინში მთელი გუნდი უნდა წავიდეს და არამხოლოდ ინფიცირებული. თუ ასე მოხდა, ჩემპიონატი, ფაქტობრივად, ჩაიშლება. გადავიდეთ…
„ბრეშას“ გადარეული შემტევი, მარიო ბალოტელი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მშობლიურ კლუბს დატოვებს. მშობლიურს იმიტომ, რომ „ბალო“ სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული და დედამისი დღესაც იქ ცხოვრობს. იტალიური მედია წერს, რომ მარიოთი ორი კლუბი: თურქული „გალათასარაი“ და ბრაზილიური „ვასკუ და გამა“ ყოფილან დაინტერესული და მის აგენტ მინო რაიოლასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ბალოტელი „ბრეშაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა ფრანგული „მარსელიდან“…
იტალიური „ბრეშას“ მფლობელმა მასიმო სელინომ, მკაცრად გააკრიტიკა სერა A-ს კლუბები და უეფა. მისი თქმით, სეზონის განახლება არაფრით შეძლება, რადგან ჯერ ერთი, ეს საშიშია ფეხბურთელებისთვის და მეორეც, ეს უპატივცემულობა იქნება ბრეშას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის მიზეზით დაზარალდნენ. სელინო ერთობ გაბრაზებული ჩანს: „იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან. ამ სეზონის განახლებას აზრი აღარ აქვს. უმაყურებლოდაც რომ ვითამაშოთ,…
იტალიური ბრეშას პროკურატურამ ბრალდება მოუხსნა მარიო ბალოტელის, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობასა და გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი. ძიებამ დაადგინა: ხანმოკლე რომანი ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო და გოგონამ დაარწმუნა ფეხბურთელი, რომ უკვე სრულწლოვანი იყო. მოგვიანებით გოგონამ, რომლის ვინაობასაც გამოძიება არ ასაჯაროებს, ფეხბურთელის შანტაჟირება გადაწყვიტა და სიჩუმის სანაცვლოდ მას 100 ათას ევროს სთხოვდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, მარიო ბალოტელის ყველა…
გახსოვთ „ბრეშა“? 90-იან წლებში ძალიან საინტერესო გუნდი იყო. იქ თამაშობდნენ გეორგე ჰაჯი, ანდრეა პირლო, პეპ გვარდიოლა, ლუიჯი დი ბიაჯო, ლუკა ტონი და რაც მთავარია, გენიალური რობერტო ბაჯო. „ბრეშას“ არასოდეს მოუგია ტიტულები, მაგრამ ყოველთვის თავისებური, ქარიზმატული გუნდი გახლდათ. ჩამოთვლილთა გარდა, „ბრეშამ“ საფეხბურთო სამყაროს მისცა ისეთი სკანდალური ფიგურა, როგორიც დარიო ჰიუბნერი იყო. მუდამ სკანდალებში გახვეული, კარიერაში 10-ჯერ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes