იტალიური „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო ქუჩაში ორ მძარცველს შეება, რომლებიც მისთვის საათის წართმევას ცდილობდნენ.
63 წლის იტალიელი ბელგიის ქალაქ პადენგეში იმყოფებოდა, სადაც ახლახან სახლი შეიძინა. ჩელინოს სახლის მახლობლად მდებარე სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, პრეზიდენტს ორი მძრცველი დაესხა თავს და ძალიან უხეშად მოსთხოვეს ოქროს საათი. მასიმომ მძარცველები ჩხუბით მოიგერია, მაგრამ მცირე დაზიანება თავადაც მიიღო, როდესაც სახით დაეტაკა საკუთარი ავტომობილის გაღებულ კარს, სამაგიეროდ, ყველაფერი ღირებული, რაც გააჩნდა, შერჩა.
ჩელინოსთვის ეს უქმეები ნამდვილად არ იყო კარგი. მართალია, ძარცვას გადაურჩა, მაგრამ მისმა გუნდმა საშინაო მატჩი 0:3 წააგო „რომასთან“ და ახლა სერია A-დან გავარდნის რეალური კანდიდატია.
სად პოულობს ჩელინო ცუდ თავდამსხმელებს, ვერ გეტყვით. მართალია, ამ შემთხვევაში ეს ინციდენტი მისთვის იღბლიანად დასრულდა, მაგრამ ზუსტი დარტყმებით ვერც მისი გუნდის შემტევები გამოირჩევიან. შედეგად, 32 მატჩში 28 გატანილი ბურთით სერია A-ს 20 გუნდს შორის შედეგიანობით მხოლოდ ერთ გუნდს სჯობიან.
თავად ჩელინო მესამე მსხვერპლია, რომელიც სერია A-ს მიმდინარე სეზონში თავდასხმის ობიეწტი გახდა. აქამდე მსგავს სიტუაციაში აღმოჩდნენ „მილანისა“ და „რომას“ ნახევარმცველები – სამი კასტილიეხო და ბრაიან კრისტანტე. ხოლო „ფიორენტინას“ ფრანგი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის სახლი ქურდებმა გაძარცვეს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
