აგენტმა ფურიო ვალკარეჯიმ განაცხადა, რომ მარიო ბალოტელისთვის უკეთესი იქნება თუ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
„წინა სეზონში ბალოტელის კიდევ ჰქონდა შანსი, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება კარიერა დაასრულოს. მისმა აგენტმა რაიოლამ, პასუხისმგებლობის ნაწილი საკუთარ თავზე უნდა აიღოს და ეცადოს მარიოს დაეხმაროს. ამის მაგივრად ის ბალოტელის როგორც დიდ ჩემპიონს, ისე წამოადგენს და მერე ყველა გუნდი გაწბილებული რჩება მისით,“ – ციტირებს ვალკარეჯის სიტყვებს Football Italia.
გადარეული „ბალოს“ ბოლო კლუბი „ბრეშა“ გახლდათ, რომელშიც ის შარშან ზაფხულს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. სეზონის ბოლოს კი, დიდი ალბათობით, მშობლიური ქალაქის კლუბსაც დატოვებს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
