ფრანგულ რაგბში შიდა კალენდარი იმდენად შემჭიდროვდა, რომ ტოპ 14-ში ტრადიციული საშობაო თუ საახალწლო შესვენება არ გამოცხადებულა და 2025 წლის პირველივე უქმეებზე რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. ჩვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი ამბავი ლიონში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „პერპინიანს“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 17:12 დაამარცხა და გასავარდნი პლეი-ოფის ტოლფას ბოლოსწინა, მე-13 ადგილს თავი დააღწია… „ლიონი“ 0:3 მარცხდებოდა, ვიდრე 23-ე...
ჭდე: გია ხარაიშვილი
საფრანგეთში: ნიკა, ბექა, საბა, თედო, გიორგი…
ბექა გიგაშვილმა „ტულონისა“ და „რასინგ-92“-ის შეხვედრის 58-ე წუთზე პარიზელები დაალელოვა და ანგარიში გაათანაბრა – 14:14. მაგრამ, მასპინძელთა სამწუხაროდ, ქართველი ბურჯის გასვლა და სტუმართა დომინაცია ერთი იყო. შეხვედრა „რასინგმა“ 31:14 მოიგო და ცხრილში მეორე საფეხურამდე დაწინაურდა. გიგაშვილისთვის ეს სეზონში მესამე ლელო იყო, თანაც ზედიზედ მეორე მატჩში გატანილი. გამარჯვებულთა სასტარტოში კი ბექას პირისპირ გურამ გოგიჩაშვილი იდგა, ხოლო...
გია ხარაიშვილი – მე-8 ქართველი ბარბაროსი!
შაბათს, 18:30-ზე, პლანეტის ყველაზე ცნობილ სარაგბო სტადიონზე ძალიან საინტერესო თამაში დაიწყება – ლონდონის „თვიქნემზე“ უელსელი რეფერი კრეიგ ევანსის სასტვენი დასაბამს დაუდებს „ბარბაროსებისა“ და სამოას ნაკრების მატჩს. „ბარბაროსები“ – ესაა რაგბის კლუბი, რომლის შემადგენლობა მატჩიდან მატჩამდე სრულად იცვლება და მასში, როგორც წესი, პლანეტის გამორჩეულ მორაგბეებს იწვევენ ხოლმე. „ბარბაროსების“ ფორმა შავ-თეთრ, ზოლებიან კვართს წარმოადგენს და მორაგბეები ერთმანეთისგან...
ბონუსები
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-6 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მიიღო და 8 თავისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. მთლიანობაში კი შეგვიძლია, ტური ბონუსების ტურად მოვნათლოთ. „ტულუზის“ დომინაცია ამჯერადაც გაგრძელდა. „პოსთან“ საშინაო მატჩის პირველი ტაიმის 0:7 დათმობის შემდეგ ქვეყნის 21-გზის ჩემპიონმა მეორენახევარში 5 ლელო დადო და ბონუსით, 38:10 მოიგო, რამაც მას უახლოეს მდევართან უპირატესობა 7 ქულამდე გაუზარდა –...



