ჭდე: ვაჟა კაპანაძე

Home ვაჟა კაპანაძე
ბრძოლა ახლა იწყება
ჩანაწერი

ბრძოლა ახლა იწყება

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნაციონალ ლიგაში გავარდნენ, ასევე ცნობილი გახდა, ვინ იბრძოლებს ტოპ 14-ში მოხვედრისთვის. პირველ-მეორე ადგილებზე „მონ-დე-მარსანი“ და „ბაიონი“ გავიდნენ და ეს გუნდები ტოპ 14-ის საგზურისთვის გასამართ პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვებიან. მომდევნო ოთხეული კი პლეი-ოფის სტადიაში პირველივე ეტაპიდან ჩაებმება. კერძოდ,  „ოიონაქსი“ „კოლომიეს“ უმასპინძლებს,...

ვაჟური ლელო
ჩანაწერი

ვაჟური ლელო

ვაჟა კაპანაძემ ბურთი რაქიდან აიტაცა და სტუმართა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ეს მოხდა „ბრესანისა“ და „აჟენის“ მატჩის 62-ე წუთზე და ქართველი ბურჯის ამ ლელომ მისი გუნდი ისე დააწინაურა, რომ მეტოქე ვეღარ დაეწია. 27 წლის კაპანაძემ პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა, მისმა „ბრესანმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა – 37:32. ვაჟა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო აჟენელებს...

ზურას და ზაურის აურზაური
ჩანაწერი

ზურას და ზაურის აურზაური

პრო დ2-ის რეგულარულ ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო და მისი სტარტი საკმაოდ ხვავრიელი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. საფრანგეთის სარაგბო პირველობის მეორე ეშელონის მე-16 ტურში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ორმა მათგანმა სეზონში პირველი ლელოც მიითვალა. ერთ-ერთი მათგანისთვის კი ეს იყო სულაც სადებიუტო ლელო პროფესიული კარიერის განმავლობაში. 22 წლის ზაურ თევდორაშვილი პრო დ2-ში მესამე სეზონს ატარებს და თავი...

მხოლოდ 12 ქართველი…
ჩანაწერი

მხოლოდ 12 ქართველი…

საფრანგეთის მეორე ელიტურ სარაგბო ლიგა პრო დ2-ში მე-13 ტური გაიმართა, რომელიც თავისი დაძაბულობით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. რვიდან ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ბონუსის მონადირება მხოლოდ ლიდერმა „მონ-დე-მარსანმა“ მოახერხა, რომელმაც „პროვანსს“ 32:15 აჯობა. ამ ლიგისადმი ჩვენი ინტერესი კი მასში მოასპარეზე ქართველების სიმრავლით აიხსნება, თუმცა, გასულ ტურში ქართული ლეგიონი ერთობ მოკრძალებული იყო – ხუთშაბათსა და პარასკევს მხოლოდ...

ნიორაძის მეექვსე ფრანგული
ჩანაწერი

ნიორაძის მეექვსე ფრანგული

საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა....

ლუკას ხუთიანები
ჩანაწერი

ლუკას ხუთიანები

პრო დ2-ის მე-5 ტურში ლიგის ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ ნარბონს ესტუმრა და მატჩის უკვე მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო. ეს იყო მე-5 ლელო 22 წლის ქართველი კვაჭის ფრანგულ კარიერაში. ასეთმა დასაწყისმა ორიაკელებს ფრთები შეასხა და სეზონში მეორე გამარჯვებით (30:26) მათ 9 ქულას მოუყარეს თავი. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა სამი გიორგიც იყო: ქართველიშვილმა 56 წუთი...

ცუცქირიძის ფრანგული ლელო
ჩანაწერი

ცუცქირიძის ფრანგული ლელო

პრო დ2-ის მეორე ტურში პირველი ქართული ლელო დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებისა და „ორიაკის“ მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ძლიერი მეტოქე, ბასკური „ბაიონი“ გაწითლებულ დროში დაალელოვა. თუმცა გიოს ეს გაბრწყინება ერთობ დაგვიანებული გამოდგა — მისმა გუნდმა 20:28 წააგო და სანუგეშო ბონუსსაც ვერ შეწვდა. ცუცქირიძემ თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ტრადიციულად შეტევაში აქტიური და დაცვაში ხისტი იყო, ზოგჯერ ზედმეტადაც კი, რის გამოც...

სტარტზე ცხრა ჩვენებური
ჩანაწერი

სტარტზე ცხრა ჩვენებური

პრო დ2-ის ახალი რეგულარული სეზონი საფრანგეთის ბასკეთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაიონმა“ „აჟენს“ უმასპინძლა და იოლად, 37:16 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტარტო ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ერთადეთმა ქართველმა მიიღო – ეროვნული ნაკრების წამყვანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. კიდევ ერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა „ბეზიესა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში...