იტალიაში გავრცელებული ცნობების თანახმად „იუვენტუსმა” კვლავ მიმართა „ჩელსის” ჟორჟინიოს თაობაზე. „ბებერი ქალბატონის” ინტერესი გაიტალიელებული ბრაზილიელის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. ტურინელები ლონდონელებს ჯერ კიდევ მაურიციო სარის მწვრთნელობის დროს სთხოვდნენ ნახევარმცველს და „გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, „შავ-თეთრებს” მისი გადაბირების განზრახვაზე ხელი არ აუღიათ. ჟორჟინიო 30 წლისაა. ბოლო პერიოდში ის, როგორც იტალიის ნაკრებისთვის ასევე „ჩელსისთვის” მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა...
ჭდე: ჟორჟინიო
მესი მეშვიდედ
ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი იმდენჯერ მოიგო, რამდენჯერაც ზიდანმა, ეუსებიომ, გერდ მიულერმა, ბაჯომ, ბესტმა, რონალდინიომ და ბობი ჩარლტონმა ერთად აღებულმა. სტატისტიკას უყვარს ასეთი დატოლებები, თუმცა სერიოზულად აღსაქმელად ასეთი დატოლებები არ ღირს. მეშვიდე ოქროს ბურთის ჩაბარებისას, მესიმ რობერტ ლევანდოვსკის გახედა და საჯაროდ უთხრა, რომ შარშან დანამდვილებით მას ერგებოდა ეს ჯილდო. ამით არგენტინელმა ორი კურდღელი მოიგო – პანდემიის...
ლევანდოვსკი საუკეთესოა… ზედიზედ მეორედ
IFFHS-მა, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელა. ის, შარშან, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატიც გახლდათ, თუმც, გეხსომებათ, კორონაპანდემიის გამო გამოკითხვა საერთოდ არ ჩატარებულა. ლევანდოვსკი წლეულსაც ფავორიტია. მისი კონკურენტი ლეო მესი გახლავთ და ბევრის აზრით ამ საპატიო ტიტულს, მეშვიდედ, სწორედ არგენტინელი მოიპოვებს....
ჟორჟინიომ გააფრინა… ბურთი ცაში
იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ წარმოშობით ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების C ჯგუფის შეხვედრის მიწურულს პენალტიდან ბურთი შვეიცარიელთა კარის ხარიხას ააცილა, რის შედეგადაც ბოლო ტურში პირველ ადგილზე გასვლის შანსი ერთ გუნდსაც დარჩა და მეორესაც. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ნათამაშევი 1:1-ის შემდეგ, როგორც იტალიას, ასევე შვეიცარიას 7 თამაშიდან 15 ქულა აქვთ. გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობის გამო ამ ეტაპზე...
ოქროს ბურთს მესი მოიგებს!
„მარკა“ წერს, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლა ფინიშის სწორს გავიდა, მაგრამ ინტრიგა აღარ არსებობს, რადგან აშკარაა, რომ ჯილდოს ლეო მესი მოიგებს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ერთმანეთს ისეთი ფეხბურთელები ეჯიბრებიან, როგორებიც არიან ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟინიო და სხვანი. „ფრანს ფუტბოლი“ გამარჯვებულს 29 ნოემბერს დაასახელებს, თავისი მკითხველების გამოკითხვა „მარკამაც“ გამართა. ხმათა 34 პროცენტი სწორედ მესიმ...
ბენზემა პირველია
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მომხმარებელთა შორის ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, ვის მისცემდნენ „ოქროს ბურთს“. გამოკითხვაში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ. მას მკითხველთა ხმების 38% ერგო. ბენზემას სულ ერთი პროცენტით ჩამორჩა არგენტინის ნაკრების და ფრანგული პსჟ-ის ლიდერი ლეო მესი. დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა: 3. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი) – 14%. 4. კრიშტიანუ რონალდუ...
კანავარომ, მესი მოიგებსო
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთის“ იტალიელ ნომიმანტებზე და მათ შანსებზე ისაუბრა. „ნომინანტთა შორის ხუთი იტალიელის ყოფნა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ასეთი რამ 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა პრიზი მე მერგო. ჟორჟინიო სხვებზე მეტად იმსახურებს აღიარებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ოქროს ბურთს“ ლეო მესი მიიღებს. ბორელა და დანარჩენებიც ღირსეულად მოხვდნენ ნომინანტთა შორის,...
ჟორჟინიო და ტუხელი
უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელა. საზეიმო ცერემონიალი სტამბოლში გაიმართა. წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებისთვის გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, ლონდონის „ჩელსის“ ორი ფეხბურთელი ჟორჟინიო და ნგოლო კანტე, ასევე ფინალისტის, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იბრძოდნენ. უეფამ საუკეთესოდ ჟორჟინიო დაასახელა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი, ჩელსის გერმანელი თავკაცი თომას ტუხელი იქნა მიჩნეული. უეფას წლის...
ჟორჟინიომ დიდი ნაბიჯი შებოჭა
„გვინდა ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ,” — ამბობდა „არსენალთან” შეხვედრის წინ „ჩელსის” გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი. ის „მეთოფეებთან” მოგებით ფინალისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებას გულისხმობდა. ტუხელის სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მართალია, მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას „ლურჯები” ფლობდნენ, მაგრამ შეხვედრა ჩრდილოლონდონელებმა მოიგეს. ერთადერთი გოლი „ჩელსის” 29 წლის ნახევარმცველის, ჟორჟინიოს უხეში შეცდომის გამო გავიდა. ეს მე-16 წუთზე მოხდა....








