„გვინდა ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ,” — ამბობდა „არსენალთან” შეხვედრის წინ „ჩელსის” გერმანელი მწვრთნელი თომას ტუხელი. ის „მეთოფეებთან” მოგებით ფინალისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებას გულისხმობდა. ტუხელის სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მართალია, მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას „ლურჯები” ფლობდნენ, მაგრამ შეხვედრა ჩრდილოლონდონელებმა მოიგეს.
ერთადერთი გოლი „ჩელსის” 29 წლის ნახევარმცველის, ჟორჟინიოს უხეში შეცდომის გამო გავიდა. ეს მე-16 წუთზე მოხდა.
აღსანიშნავია, რომ თომას ტუხელმა „მანჩესტერ სიტისთან” მოგებულ შეხვედრასთან შედარებით, „ლურჯების” შემადგენლობა გადაახალისა — 7 ფეხბურთელი შეცვალა.
მოკლედ, შეხვედრა ასე შეიძლება აღიწეროს: მასპინძლებს მომენტები ჰქონდათ, სტუმრებმა კი გოლი გაიტანეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
