იტალიაში გავრცელებული ცნობების თანახმად „იუვენტუსმა” კვლავ მიმართა „ჩელსის” ჟორჟინიოს თაობაზე. „ბებერი ქალბატონის” ინტერესი გაიტალიელებული ბრაზილიელის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. ტურინელები ლონდონელებს ჯერ კიდევ მაურიციო სარის მწვრთნელობის დროს სთხოვდნენ ნახევარმცველს და „გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, „შავ-თეთრებს” მისი გადაბირების განზრახვაზე ხელი არ აუღიათ.
ჟორჟინიო 30 წლისაა. ბოლო პერიოდში ის, როგორც იტალიის ნაკრებისთვის ასევე „ჩელსისთვის” მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. გასულ სეზონში ჟორჟინიო თომას ტუხელის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, 2021 წელს ჩატარებულ ევრო 2020-ზე კი რობერტო მანჩინის გუნდთან ერთად „ბებერი კონტინენტის” ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში, ჟორჟინიომ „ჩელსის” 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.
რა იქნება მომავალში? ინგლისურ კლუბთან ჟორჟინიოს ხელშეკრულებას ვადა 2023 წელს გაუდის და სხვა კი ჯერჯერობით უცნობია.
ჟორჟინიოს აგენტის ჟოაო სანტუშის თქმით, „იუვე” ფეხბურთელის თაობაზე „ჩელსის” ბოლო წლებში რამდენჯერმე დაუკავშირდა. თავად ჟორჟინიოსაც კარიერის ბოლოს იტალიაში უნდა დაბრუნება.
ჟორჟინიო ბრაზილიაშია დაბადებული, იტალიაში ის 15 წლისა გადასახლდა. მამამისის პაპა იტალიელი ყოფილა და სამშობლოს შეცვლას სწორედ ამან შეუწყო ხელი.
ზემოთ ხსენებული „გაძეტა დელო სპორტის” აზრით, „იუვენტუსს” „ბარსელონასგან” ფრენკი დე იონგის ყიდვაც უნდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
